პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ირაკლი კობახიძე: „ევროპული ტრადიციული ღირებულებები ნიშნავს დემოკრატიის პატივისცემას, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებების პატივისცემას და ამ კუთხით საქართველოსთან მიმართებით ჩვენ ვხედავთ სერიოზულ პრობლემებს, როდესაც შენთან წახალისებულია “მოლოტოვის კოქტეილის” სროლა და პოლიციელების დაწვა, ეს ძალიან სერიოზული პრობლემის მიმანიშნებელია“

ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ევროპაში საქართველოსთან მიმართებით ორმაგი სტანდარტების პრობლემა ფიქსირდება, რაც „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლის წახალისებასა და არჩევნებსა და სასამართლოში ჩარევაში გამოიხატება.

ირაკლი კობახიძე: „ევროპული ტრადიციული ღირებულებები ნიშნავს დემოკრატიის პატივისცემას, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებების პატივისცემას და ამ კუთხით საქართველოსთან მიმართებით ჩვენ ვხედავთ სერიოზულ პრობლემებს, როდესაც შენთან წახალისებულია “მოლოტოვის კოქტეილის” სროლა და პოლიციელების დაწვა, ეს ძალიან სერიოზული პრობლემის მიმანიშნებელია“
POSTV

„ევროპული ტრადიციული ღირებულებები ნიშნავს დემოკრატიის პატივისცემას, კანონის უზენაესობის პატივისცემას, ადამიანის უფლებების პატივისცემას და ამ კუთხით საქართველოსთან მიმართებით ჩვენ ვხედავთ სერიოზულ პრობლემებს“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს დუბლინში განუცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, როდესაც წახალისებულია “მოლოტოვის კოქტეილის” სროლა და პოლიციელების დაწვა, ეს ძალიან სერიოზული პრობლემის მიმანიშნებელია.

„მრგვალი მაგიდის ფორმატშიც გავამახვილე ყურადღება, რომ ეს არის მათ შორის დემოკრატიის კუთხით ევროპის ერთ-ერთი სერიოზული გამოწვევა. ევროპული ტრადიციული ღირებულებები ნიშნავს დემოკრატიის პატივისცემას, კანონის უზენაესობის პატივისცემას, ადამიანის უფლებების პატივისცემას და ამ კუთხით საქართველოსთან მიმართებით ჩვენ ვხედავთ სერიოზულ პრობლემებს. როდესაც შენთან წახალისებულია “მოლოტოვის კოქტეილის” სროლა და პოლიციელების დაწვა, ეს არის რა თქმა უნდა, ძალიან სერიოზული პრობლემის მიმანიშნებელი. როდესაც კეთდება ამ ფონზე განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ შესაბამისი პატიმრები უნდა გათავისუფლდნენ, ეს არის სამართლის უზენაესობაში ჩარევა. როდესაც ერევიან შენს დემოკრატიულ არჩევნებში, ეს არის ბუნებრივია, დემოკრატიის პრინციპის ხელყოფა. როდესაც პირდაპირი განცხადებები კეთდება სასამართლოსთან დაკავშირებით, მიმდინარე სასამართლო პროცესებთან დაკავშირებით, ეს არის მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში და სამართლის უზენაესობაში ჩარევა. ეს მიანიშნებს ძალიან სერიოზულ პრობლემებზე, გამოწვევებზე, რაც ფიქსირდება ევროპაში, მათ შორის კონკრეტულად საქართველოსთან მიმართებით, არის ორმაგი სტანდარტების პრობლემა, ჩვენ აქაც გვაქვს ძალიან აქტიურად საუბარი და იმედი გვაქვს, ეს პრობლემები მომავალში მოგვარდება“, – განაცხადა პრემიერმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. რუსთავი 2სამთავრობოპრემიერი: ევროპული ტრადიციული ღირებულებები ნიშნავს დემოკრატიის პატივისცემას, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებების პატივისცემას, საქართველოსთან მიმართებით კი სერიოზულ პრობლემებს ვხედავთ - წახალისებულია "მოლოტოვის კოქტეილის" სროლა და პოლიციელების დაწვა
მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ირაკლი კობახიძე:ჩვენთვის ღირებულებას წარმოადგენს ევროპა და ევროპული ფასეულობები და არა კონკრეტული პოლიტიკოსები თუ ბიუროკრატები, რომლებიც დღეს ამ ინსტიტუტებს წარმოადგენენ, ჩვენთვის ევროპა ევროპული ფასეულობებია, ევროპული ტრადიციები, ევროპული კულტურა და ცივილიზაცია, სწორედ ამიტომ გვსურს, გავხდეთ ევროკავშირის განუყოფელი ნაწილიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები