პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ჯანმრთელობის მსოფლ

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო

საქართველოში ჯანმო-ს ვირუსული ჰეპატიტების ელიმინაციის ვალიდაციის მისია ჩამოვიდა, რომელიც C და B ჰეპატიტების წინააღმდეგ მიღწეულ პროგრესს შეაფასებს. ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში C ჰეპატიტისგან განკურნების მაჩვენებელი 99%-ს აღწევს.

ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ჯანმრთელობის მსოფლ
შენი ექიმი

ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ვირუსული ჰეპატიტების ელიმინაციის საერთაშორისო ვალიდაციის მისიას მასპინძლობს.

საერთაშორისო მისიის ფარგლებში შეფასდება საქართველოს მიერ ვირუსული ჰეპატიტების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით მიღწეული პროგრესი, კერძოდ, C ჰეპატიტის ელიმინაციისმიმართულებით განხორციელებული ღონისძიებები და B ჰეპატიტის დედიდან შვილზე გადაცემის ელიმინაციის შედეგები. ასევე, სტუმრები ადგილზე თავად გაეცნობიან, ქვეყანაში ვირუსული ჰეპატიტების პრევენციის, სკრინინგის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის პროგრამებს.

მისიის წარმომადგენლები შეხვდნენ ჯანდაცვის მინისტრს. შეხვედრები გაიმართა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელობასთანაც. აღინიშნა, რომ საერთაშორისო ვალიდაციისპროცესი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ეტაპია ვირუსული ჰეპატიტების ელიმინაციისმიმართულებით მიღწეული პროგრესის შეფასების, შედეგების მდგრადობის უზრუნველყოფისა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის უმაღლესი ოქროს დონის საერთაშორისო აღიარების მოპოვების გზაზე.

სპეციალისტების განმარტებით, საქართველოში მიღწეული პროგრესი ეფუძნება თანმიმდევრულ სახელმწიფო პოლიტიკას, ძლიერ საერთაშორისო პარტნიორობასა და ქართველი ექიმების, მეცნიერებისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სპეციალისტების მრავალწლიან პროფესიულ საქმიანობას.

ვიზიტის ფარგლებში საერთაშორისო ექსპერტებმა რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრიც დაათვალიერეს და მის შესაძლებლობებსა და საქმიანობის ძირითად მიმართულებებს გაეცნენ.

აღსანიშნავია, რომ საქართველომ C ჰეპატიტის ელიმინაციის მასშტაბური სახელმწიფო პროგრამა 2015 წელს დაიწყო და ათწლეულის განმავლობაში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია. ამჟამად C ჰეპატიტის მქონე პაციენტების განკურნების მაჩვენებელი 99%-ს აღწევს. მნიშვნელოვანი შედეგებია მიღწეული B ჰეპატიტის პრევენციის მიმართულებითაც: ბავშვებში B ჰეპატიტის გავრცელება 0,03%-ს შეადგენს, ახალშობილებში დაბადებისას ვაქცინაციის მოცვა 95,5%-ია, ხოლო სამ-დოზიანი ვაქცინაციის მოცვა — 90,5%.

საერთაშორისო მისიას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ირაკლი ფურცელაძე, მოადგილეებთან პაატა იმნაძესთან, ირმა ხონელიძესთან, ეკა ადამიასთან და ია ახალაიასთან, ასევე ცენტრის სხვა წარმომადგენლებთან ერთად მასპინძლობს.

მასალის შესახებპირველწყარო: შენი ექიმი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
პარლამენტში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საერთაშორისო ექსპერტებთან შეხვედრა გაიმართაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები