ნუკრი შოშიაშვილი: ადრე თუ იყო მნიშვნელოვანი, რომელი ქვეყანა მოგაწვდიდა ან გაატარებდა შენს პროდუქტს უფრო იაფად, დღეს ამ ლოგიკას ცვლის სანდოობის ლოგიკა. პრიორიტეტი ხდება სანდოობა და სტაბილურობა. იმის მიუხედავად, რომ „შუა დერეფანი“ არის უფრო გრძელი გზა, ეს სანდოობა უფრო მაღალი აქვს, ვიდრე სამხრეთ ნაკადს ან ინდურ პროექტს ან თუნდაც რუსულ პროექტს. სწორედ ეს სანდოობა უქმნის საქართველოს მიმზიდველობას
ისტორიკოსი ნუკრი შოშიაშვილი აცხადებს, რომ „შუა დერეფნის“ მიმართულებით საქართველოს სანდოობა და სტაბილურობა მიმზიდველობას უქმნის, მაშინ როცა ევროპელები ინფრასტრუქტურის გაკონტროლებას უხეში მეთოდებით ცდილობენ.

„ადრე თუ იყო მნიშვნელოვანი, თუ რომელი ქვეყანა მოგაწვდიდა ან გაატარებდა შენს პროდუქტს უფრო იაფად, დღეს ამ ლოგიკას ცვლის სანდოობის ლოგიკა. პრიორიტეტი ხდება სანდოობა და სტაბილურობა. იმის მიუხედავად, რომ „შუა დერეფანი“ არის უფრო გრძელი გზა, ეს სანდოობა უფრო მაღალი აქვს, ვიდრე სამხრეთ ნაკადს ან ინდურ პროექტს ან თუნდაც რუსულ პროექტს. სწორედ ეს სანდოობა უქმნის საქართველოს მიმზიდველობას“, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ ისტორიკოსმა ნუკრი შოშიაშვილმა.
მისი თქმით, „შუა დერეფნის“ საკითხი სულ უფრო აქტუალური ხდება და ამ ფონზე ის ფაქტი, რომ საქართველო ინარჩუნებს სტაბილურ გარემოს, უმნიშვნელოვანესია.
„მსოფლიო ბანკმა განაცხადა, რომ 2030 წლისთვის სამჯერ მეტი ტვირთი იქნება მიმოქცევაში. ამ პროცესში ჩვენ ვხედავთ გარკვეულ ზეწოლებს. ევროპელებმა ხელში უნდა ჩაიგდონ რაც შეიძლება მეტი ასეთი პუნქტი - იქნება ეს პორტი, ინფრასტრუქტურის სხვადასხვა პუნქტი, რომ მათ შეძლონ კონტროლი და გეოპოლიტიკური წონადობის მიღება. მაგრამ ამას ისინი ცდილობენ, ყოველ შემთხვევაში საქართველოსთან მიმართებით ძალიან უხეში მეთოდებით, იქნებოდა ეს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა თუ სხვადასხვა ასეთი მომენტი. ობიექტური მოცემულობა ევროპას კარნახობს, იმოქმედოს იმ ლოგიკით, რომ ვინც ახლა სტაბილურობას აჩვენებს, ის იქნება მნიშვნელოვანი.
გარდა ამისა, მსოფლიო სავალუტო ფონდმაც კვლევა დადო, რომ მომავალი ეკონომიკა უფრო ფრაგმენტული ხდება. ადრე თუ იყო მნიშვნელოვანი, რომელი ქვეყანა მოგაწვდიდა ან გაატარებდა შენს პროდუქტს უფრო იაფად, დღეს ამ ლოგიკას ცვლის სანდოობის ლოგიკა. პრიორიტეტი ხდება სანდოობა და სტაბილურობა. იმის მიუხედავად, რომ „შუა დერეფანი“ არის უფრო გრძელი გზა, ეს სანდოობა უფრო მაღალი აქვს, ვიდრე სამხრეთ ნაკადს ან ინდურ პროექტს ან თუნდაც რუსულ პროექტს. სწორედ ეს სანდოობა უქმნის საქართველოს მიმზიდველობას“, - განაცხადა ნუკრი შოშიაშვილმა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…