ნუკრი შოშიაშვილი: ევროპა ცდილობს განავითაროს ალტერნატიული ენერგო რესურსები. ნიგერიიდან მზადდება ახალი პროექტი, რომლის მიხედვითაც ნიგერიიდან უნდა წამოვიდეს ენერგო რესურსები და ასევე არის შუა დერეფანი
ისტორიკოს ნუკრი შოშიაშვილის განცხადებით, ევროპა ალტერნატიულ ენერგორესურსებს ეძებს, ხოლო წითელ ზღვაში არსებული ვითარების გამო შუა დერეფანი უფრო რეალისტური ხდება.

ძალიან საინტერესო პროცესები მიმდინარეობს, ევროპა ცვლის საკუთარ მოდგომებს. მიუხედავად იმისა, რომ განსხვავებული პოზიციებია ჩვენ ვხედავთ, რომ პოლონეთში თავს იყრის ამერიკული ჯარი, რაც ნიშნავს იმას, რომ პოლონეთი აღიქმება როგორც გარკვეულწილად ანტი რუსული პლაცდარმი, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ ისტორიკოსმა ნუკრი შოშიაშვილმა.
მისივე თქმით, ევროპა ცდილობს განავითაროს ალტერნატიული ენერგო რესურსები. ნიგერიიდან მზადდება ახალი პროექტი, რომლის მიხედვითაც ნიგერიიდან უნდა წამოვიდეს ენერგო რესურსები და ასევე არის შუა დერეფანი.
„2030 წლისთვის შუა დერეფნის ტვირთბრუნვა გაიზრდება სამჯერ და იქნება 11 მილიარდი ტონა წელიწადში. მსოფლიო ბანკის კვლევებში საუბარია იმაზე, რომ საჭიროა დასავლეთმა ჩადოს საკმაოდ დიდი ინვესტიცია.
ქართულ პოლიტიკურ სივრცესა და ევროკავშირის ბიუროკრატიას შორის გარკვეული გაუგებრობების მიუხედავად, გეოპოლიტიკური თანხვედრა აშკარაა. იმის მიუხედავად, რომ ინდოეთს ჰქონდა სურვილი ალტერნატიული გზა შეექმნა წითელი ზღვის გავლით, ჰუსიტების გამარჯვებებთან ერთად ეს შეყოვნებულია. ეს ნიშნავს, რომ ყველაფერი ძვირდება, რთულდება და უფრო რეალისტური ხდება შუა დერეფანი. შეუძლებელია ევროპამ უარი თქვას ჩვენს რეგიონზე“, - აღნიშნა ნუკრი შოშიაშვილმა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…