შუა დერეფნის განვითარება გრძელვადიან პერიოდში საქართველოს ეკონომიკას დამატებით 3.6%-ით გაზრდის - მსოფლიო ბანკი
მსოფლიო ბანკის ანგარიშის თანახმად, შუა დერეფნის განვითარება საქართველოს ეკონომიკას გრძელვადიან პერიოდში დამატებით 3.61%-ით, ხოლო დასაქმებას 0.79%-ით გაზრდის. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ პროექტის წარმატებისთვის საჭიროა ინვესტიციები და რეფორმები.

"შუა დერეფნის" განვითარება საქართველოს ეკონომიკას გრძელვადიან პერიოდში დამატებით 3.61%-ით გაზრდის, დასაქმებას კი - 0.79%-ით. ამის შესახებ მსოფლიო ბანკის მიერ მომზადებულ ანგარიშში "ინტეგრაცია: მსოფლიო დონის სავაჭრო ლოგისტიკა ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის გასწვრივ" წერია.
კერძოდ, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ "შუა დერეფანს" აქვს პოტენციალი მოგვევლინოს ეკონომიკური ზრდის მამოძრავებელ ძალად და მოიტანოს ეკონომიკური სარგებელი. მსოფლიო ბანკის შეფასებით, დერეფნის განვითარება მონაწილე ქვეყნების ეკონომიკებს ჯამში 3.3%-ით, ხოლო დასაქმებას 2.9%-ით გაზრდის, ამ სარგებლის მისაღებად კი ქვეყნებმა ინვესტიციებთან ერთად უნდა განახორციელონ პოლიტიკური, ინსტიტუციური და ოპერაციული რეფორმები.
ეს სარგებელი განპირობებულია სატრანსპორტო ბარიერების შემცირებით, მომარაგების ჯაჭვების საიმედოობის გაზრდითა და ბაზრებზე წვდომის გაუმჯობესებით დერეფნის გასწვრივ განთავსებულ ცხრა ქვეყანაში: აზერბაიჯანში, საქართველოში, სომხეთში, თურქეთში, ყაზახეთში, ყირგიზეთში, ტაჯიკეთში, თურქმენეთსა და უზბეკეთში.
"ტრანსკასპიურ სატრანსპორტო დერეფანში (TCTC), რომელიც ასევე ცნობილია როგორც "შუა დერეფნის სახელწოდებით, ინვესტირებამ შესაძლოა, მნიშვნელოვანი ეკონომიკური სარგებელი მოუტანოს ცენტრალურ აზიას, სამხრეთ კავკასიასა და თურქეთს. პირველ რიგში სატრანსპორტო კავშირების გაუმჯობესებისა და სავაჭრო-სატრანსპორტო ხარჯების შემცირების ფონზე. მაკროეკონომიკური მოდელირება მოწმობს, რომ პროექტს დადებითი, თუმცა მასშტაბით განსხვავებული ეფექტი ექნება თითოეული მონაწილე ქვეყნის მშპ-სა და დასაქმების მაჩვენებლებზე.
საშუალოდ დერეფანში მდებარე ქვეყნების ეკონომიკებში მთლიანი შიდა პროდუქტის გრძელვადიანი ზრდა დაახლოებით 3.3% იქნება. პროგნოზის თანახმად, შედარებით მსხვილ ეკონომიკებს როგორიცაა ყაზახეთი და თურქეთი ყველაზე დიდი ზრდა ექნებათ. მცირე და ზღვაზე გასასვლელის არმქონე ეკონომიკები მათ შორის, სომხეთი და ყირგიზეთი სავარაუდოდ, უფრო მაღალ სარგებელს ნახავენ", - აღნიშნულია კვლევაში.
რაც შეეხება დასაქმების მაჩვენებელს, მსოფლიო ბანკის შეფასებით, ამ დერეფნის მონაწილე ყველა ქვეყანა ნახავს სარგებელს და დასაქმების ზრდის საშუალო მაჩვენებელი დაახლოებით 2.9% იქნება.
ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ 2040 წლამდე საჭირო იქნება 25 მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიცია, განსაკუთრებით სარკინიგზო ქსელებში, საზღვაო პორტებსა და გზებზე.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- რუსთავი 2შუა დერეფნის განვითარება გრძელვადიან პერსპექტივაში საქართველოს ეკონომიკას დამატებით 3.61%-ით გაზრდის - World Bank-ის ანგარიში
- რუსთავი 2World Bank-ის ანგარიში: შუა დერეფანში სტრატეგიულმა ინვესტიციებმა შესაძლოა 2040 წლისთვის დერეფნის გასწვრივ სავაჭრო მოცულობები სამჯერ მეტად გაზარდოს, ტრანზიტის დრო გაანახევროს, მშპ 3.3%-ით გაზარდოს და დამატებით 2 მილიონი სამუშაო ადგილი შექმნას
- რუსთავი 2სტრატეგიულად კრიტიკული სისტემები, როგორიცაა საქართველოს რკინიგზა, მიუხედავად მათი მოკრძალებული ზომისა, გამოყენების მაღალი მაჩვენებლებითა და შედარებით მოწინავე მმართველობითი და ფინანსური პრაქტიკით გამოირჩევიან - მსოფლიო ბანკის ანგარიში
- იმედინიუსიWorld Bank-ის ანგარიში: შუა დერეფნის განვითარება გრძელვადიან პერსპექტივაში საქართველოს ეკონომიკას დამატებით 3.61%-ით გაზრდის, სომხეთის 3.40%-ით, აზერბაიჯანის კი - 0.43%-ით
- იმედინიუსიWorld Bank-ის ანგარიში: შუა დერეფანში სტრატეგიულმა ინვესტიციებმა შესაძლოა 2040 წლისთვის დერეფნის გასწვრივ სავაჭრო მოცულობები სამჯერ მეტად გაზარდოს, ტრანზიტის დრო გაანახევროს, მშპ 3.3%-ით გაზარდოს და დამატებით 2 მილიონი სამუშაო ადგილი შექმნას
- POSTVმსოფლიო ბანკის ანგარიში: „სტრატეგიულად კრიტიკული სისტემები, როგორიცაა საქართველოს რკინიგზა (დაახლოებით 1,400
- ინტერპრესნიუსიმსოფლიო ბანკი - ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფანი შეიძლება მის გასწვრივ მდებარე ქვეყნების სწრაფი ზრდის, ეკონომიკური დივერსიფიკაციის, სიღარიბის დაძლევისა და კერძო ინვესტიციების გაფართოების მნიშვნელოვანი განმაპირობებელი ფაქტორი გახდეს
- რუსთავი 2თამარ იოსელიანი მსოფლიო ბანკის კვლევაზე: ჩვენ დერეფანს განვიხილავთ როგორც ერთიან სისტემას, რომელიც უნდა გავხადოთ კონკურენტუნარიანი, საიმედო, სწრაფი და შესაბამისად ამ მიმართულებით ეფექტიანი
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…