ვლადიმერ პუტინი - ჩვენც გვსურს, მშვიდობა მარადიული იყოს - უკრაინული მხარე ე.წ. ნაცრისფერი ზონების საკითხს აყენებს, რაც განხეთქილების ვაშლი იქნება, ჩვენთვის ერთადერთი გამყოფი ხაზი სახელმწიფო საზღვარია: აქ ჩვენ ვართ, იქ კი თქვენ
ვლადიმერ პუტინის განცხადებით, უკრაინის მიერ ე.წ. ნაცრისფერი ზონების საკითხის წამოწევა განხეთქილების ვაშლი იქნება, რუსეთისთვის კი ერთადერთი გამყოფი ხაზი სახელმწიფო საზღვარია.

გვსურს, რომ მშვიდობა მარადიული იყოს , - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა კრემლში, აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლებთან, ჯარედ კუშნერთან და სტივ უიტკოფთან შეხვედრაზე განაცხადა.
„რაც შეეხება მშვიდობის ხანგრძლივობას, მის სიმტკიცესა და საიმედოობას, ჩვენც გვსურს, რომ ეს მშვიდობა მარადიული იყოს“, - განაცხადა პუტინმა.
მისი თქმით, იცის, რომ ტერიტორიულ საკითხებზე მხარეებს განსხვავებული ხედვები აქვთ.
„ვიცით, რომ უკრაინული მხარე განსახილველად დღის წესრიგში ე.წ. ნაცრისფერი ზონების საკითხს აყენებს. ეს ყოველთვის განხეთქილების ვაშლი იქნება. ჩვენთვის ერთადერთი გამყოფი ხაზი სახელმწიფო საზღვარია. რადგან მაშინ ყველაფერი ნათელი იქნება: აქ ჩვენ ვართ, იქ კი თქვენ“, - აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…