პუტინი: უკრაინაში ევროპული ჯარის შეყვანის შემთხვევაში, ომი განახლდება
ვლადიმერ პუტინის განცხადებით, უკრაინაში სამშვიდობო შეთანხმების შემდეგ ნებისმიერი ევროპული ჯარის შეყვანა მოსკოვისთვის კანონიერი სამიზნე გახდება და ომი განახლდება.

უკრაინაში, სამშვიდობო შეთანხმების გაფორმების შემდეგ, ნებისმიერი ევროპული ჯარის შეყვანის შემდეგ ომი განახლდება, რადგან მოსკოვისთვის ევროპელი სამხედროების იქ ყოფნა მიუღებელია. აღნიშნული განცხადება რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა კრემლში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენლებთან სტივ უიტკოფთან და ჯარედ კუშნერთან შეხვედრაზე გააკეთა.
მან ხაზი გაუსვა, რომ მოსკოვისთვის უცხო ჯარის ყოფნა უკრაინის ტერიტორიაზე მიუღებელია.
„ევროპელებმა ამის შესახებ იციან. რას ვისმენთ მათგან? იმას, რომ სამშვიდობო შეთანხმების გაფორმების შემდეგ ისინი უკრაინის ტერიტორიაზე ჯარებს შეიყვანენ. ეს რას ნიშნავს? ჩვენ ამაზე უკვე ვისაუბრეთ. ჩვენთვის ეს კანონიერი სამიზნე იქნება, ანუ ომი განახლდება“, - განაცხადა პუტინმა.
კრემლის ლიდერმა აღნიშნა, რომ ამერიკული მხარე რუსეთს ევროპაში უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის შექმნას სთავაზობს.
„რას ვისმენთ ევროპელებისგან? ისინი ამბობენ: „არა, მხოლოდ უკრაინაში მშვიდობის დამყარების შემდეგ“. მაგრამ მშვიდობის დამყარების შემდეგ ისინი იქ ჯარის შეყვანას აპირებენ. და ეს ომის გაგრძელებას ნიშნავს. წრე შეიკრა“, - თქვა პუტინმა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…