პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

აჭარის 2027 წლის ბიუჯეტის პროექტით, „ოცნების ქალაქის“ II ეტაპისთვის ₾40.5 მილიონია გამოყოფილი - როდის დასრულდება პროექტი?

აჭარის 2027 წლის ბიუჯეტის პროექტით, „ოცნების ქალაქის“ მეორე ეტაპისთვის 40.5 მლნ ლარია გათვალისწინებული, ხოლო 132.6-მილიონიანი პროექტის დასრულება 2028 წლის თებერვალში იგეგმება.

აჭარის 2027 წლის ბიუჯეტის პროექტით, „ოცნების ქალაქის“ II ეტაპისთვის ₾40.5 მილიონია გამოყოფილი - როდის დასრულდება პროექტი?
BM.GE

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, „ოცნების ქალაქის“ მეორე ეტაპის მშენებლობისთვის 40.5 მლნ ლარია გათვალისწინებული. პროექტის საერთო ღირებულება 132.6 მლნ ლარს შეადგენს, საიდანაც ამ დროისთვის 64.9 მლნ ლარია დახარჯული. მშენებლობის დასრულება 2028 წლის 5 თებერვალს იგეგმება.

როგორც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროდან BMG-ის აცნობეს, პროექტის მეორე ეტაპის ფარგლებში შენდება ცხრა საცხოვრებელი კორპუსი, რომლებშიც ჯამში 1 077 ბინა განთავსდება. მათ შორის სამი რვასართულიანი, ხოლო ექვსი ცამეტსართულიანი კორპუსია.

უწყების ინფორმაციით, საცხოვრებელი კორპუსების რკინაბეტონის სამუშაოები უკვე დასრულებულია. ამჟამად მიმდინარეობს სახურავების მოწყობა, ლესვითი, საინჟინრო და საიზოლაციო სამუშაოები, კარ-ფანჯრების მონტაჟი და შენობების ფასადების მოწყობა.

საცხოვრებელი კორპუსების გარდა, პროექტი საჯარო სკოლისა და საბავშვო ბაღის მშენებლობასაც ითვალისწინებს. ტერიტორიაზე მოეწყობა საპარკინგე სივრცეები, საბავშვო მოედნები, ველო და საფეხმავლო ბილიკები. საცხოვრებელი სახლები თანამედროვე კომუნალური სისტემებით აღიჭურვება.

პროექტის საერთო ღირებულებიდან ამ დროისთვის დახარჯული თანხა დაახლოებით 49%-ს შეადგენს, ხოლო ასათვისებელი დაახლოებით 67.7 მლნ ლარი რჩება.

აღსანიშნავია, რომ „ოცნების ქალაქის“ მშენებლობის პირველი ეტაპი დაგეგმილ ვადაზე მნიშვნელოვნად გვიან დასრულდა. სამუშაოები 2020 წლის თებერვალში დაიწყო და თავდაპირველად 2021 წლის ივლისში უნდა დასრულებულიყო. თუმცა მშენებლობის ვადა რამდენჯერმე გახანგრძლივდა და პირველი ეტაპის ფარგლებში აშენებულ სამ საცხოვრებელ კორპუსში 582 ოჯახს ბინები მხოლოდ 2024 წელს გადაეცა.

პირველი ეტაპის მშენებლობას კომპანია „დაგი“ ახორციელებდა. თავდაპირველი ხელშეკრულების ღირებულება 38.7 მლნ ლარი იყო, თუმცა მოგვიანებით 39.1 მლნ ლარამდე გაიზარდა. სამუშაოების დაგვიანების გამო კომპანიას პირგასამტეხლოც დაეკისრა.

მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
აჭარა 2027 წელს კაპიტალურ პროექტებზე ₾298 მილიონს დახარჯავს | რა იგეგმება რეგიონში?წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები