პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

თაგოს საბაგიროს პროექტი აჭარის ბიუჯეტში ისევ ჩასვეს, ამჯერად გოდერძისთან ერთად

აჭარის მთავრობა

აჭარის ბიუჯეტის პროექტში საბაგიროებისთვის 37.8 მილიონ ლარზე მეტი გაითვალისწინეს, საიდანაც თითქმის 15 მილიონი ლარი სამი წლის წინ გაჩერებული ხულო-თაგოს ხაზის მშენებლობას უნდა მოხმარდეს.

თაგოს საბაგიროს პროექტი აჭარის ბიუჯეტში ისევ ჩასვეს, ამჯერად გოდერძისთან ერთად
ბათუმელები

აჭარის 2027 წლის ბიუჯეტის პროექტში საჰაერო-საბაგირო ხაზების განვითარების ხელშესაწყობად 37 მილიონ 860 000 ლარი გაითვალისწინეს.

პროექტის განმარტებით ბარათში მოცემული ინფორმაციით, ამ თანხით მთავრობა სამთო-სათხილამურო კურორტ გოდერძის ტერიტორიაზე ახალი საბაგირო ხაზის და ხულო-თაგოს საბაგირო ხაზის მშენებლობის დაფინანსებას გეგმავს.

მესამე წელია ხულო-თაგოს საბაგირო გზა გაჩერებულია და მოსახლეობას ერთადერთი საავტომობილო, შემოვლითი გზით უწევს სარგებლობა. არსებული საბაგიროს მოწყობას აჭარის მთავრობა უკვე 3 წელზე მეტია გეგმავს და თავი ვერ მოაბა, შედეგად კი სოფელი იცლება და წელს თაგოს სკოლაში ერთი მოსწავლეც კი არ ჰყავთ. ადგილობრივები სოფლიდან ოჯახების წასვლას სწორედ საბაგიროს გაჩერებას და შემოვლითი გზის გაუმართაობას ასახელებენ.

პროექტის მიხედვით, სამთო-სათხილამურო კურორტ გოდერძის ტერიტორიაზე ახალი საბაგირო ხაზის მშენებლობისთვის 23 მილიონი ლარია გათვალისწინებული, ხოლო დარჩენილი თანხა – 14 მილიონ 860 000 ლარი – ხულო თაგოს საბაგიროს უნდა მოხმარდეს.

გასული წლის ბოლოს აჭარის მთავრობა ხულო-თაგოს საბაგირო გზის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით წერდა, რომ წინასაპროექტო კვლევისათვის საჭირო დოკუმენტაცია შეიმუშავა და უახლოეს მომავალში ბაზრის კვლევას დაიწყებდა, შემდეგ კი ტენდერს გამოაცხადებდა პროექტის შედგენასა და შესაბამისი სამუშაოების შესრულების მიზნით.

რა ბედი ეწია პროექტს, ამის შესახებ ინფორმაცია აჭარის 2026 წლის ბიუჯეტის ორი კვარტლის შესრულების ანგარიშში ვერ ვიპოვეთ. შესაბამისი კვლევის მომზადების მიზნით კი აჭარის 2026 წლის ბიუჯეტში 200 000 ლარი იყო გათვალისწინებული.

2027 წლის ბიუჯეტის კვლევის მიხედვით ეს კვლევა უკვე მზად არის.

ხულოს საბაგირო 1985 წელს გაიხსნა და მას შემდეგ მუშაობა არ შეუწყვეტია 2024 წლამდე. ეს საბაგირო წლების განმავლობაში დაბა ხულოსა და სოფელ თაგოს აკავშირებდა ერთმანეთთან. საბაგირო გზის სიგრძე 1720 მეტრია, სიმაღლე კი – 280 მეტრი. საბაგიროთი მგზავრობისას ხულოს ხედების დათვალიერებაა შესაძლებელი, რის გამოც ის ტურისტების დიდ ინტერესს იწვევდა.

საბაგიროს განახლება აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ქალაქმშენებლობითი და სივრცითი მოწყობის პროგრამის ფარგლებში იგეგმებოდა. თავდაპირველი ვერსიით ქვეპროგრამის ბიუჯეტი 1 მილიონ 368 000 ლარი იყო.

მასალის შესახებპირველწყარო: ბათუმელები ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
2027 წელს, აჭარა პრივატიზაციიდან ₾80 მილიონის მიღებას გეგმავს - როგორ სრულდებოდა წინა წლების გეგმები?წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები