მარკო რუბიო - გარკვეული წინსვლაა იმასთან დაკავშირებით, როგორი შეიძლება იყოს უსაფრთხოების არქიტექტურა კონფლიქტის დასრულების შემდეგ - შესაძლოა, გარკვეულ პროგრესს აბუ-დაბიში მივაღწიოთ
აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს განცხადებით, ომის შემდეგ უსაფრთხოების არქიტექტურასთან დაკავშირებით გარკვეული წინსვლაა და შესაძლოა შემდგომ პროგრესს აბუ-დაბიში დაგეგმილ მოლაპარაკებებზე მიაღწიონ.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებით, ომის შემდეგ უკრაინისა და ევროპის „უსაფრთხოების ინფრასტრუქტურასთან“ დაკავშირებით გარკვეულ პროგრესს მიაღწიეს.
მისი თქმით, მიმდინარე კვირაში აბუ-დაბიში დაგეგმილ მოლაპარაკებებზე, შესაძლოა, შემდგომ პროგრესს მიაღწიონ.
რუბიომ ხაზი გაუსვა, რომ ომის შემდგომი უსაფრთხოების გარანტიები უკრაინისა და დანარჩენი ევროპისთვის მოკავშირეების ერთ-ერთი მთავარი საზრუნავია.
„გარკვეული წინსვლაა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი შეიძლება იყოს უსაფრთხოების არქიტექტურა კონფლიქტის დასრულების შემდეგ. ჯერჯერობით არაფერია საბოლოოდ გადაწყვეტილი. შესაძლოა, გარკვეულ პროგრესს აბუ-დაბიში მივაღწიოთ“, - აღნიშნა რუბიომ.
შეგახსენებთ,სამშაბათს და ოთხშაბათს აბუ-დაბიში უკრაინას, რუსეთსა და აშშ-ს შორის სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება. მოლაპარაკებებზე აშშ-ს წარმოადგენენ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წარმომადგენლები, სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი.
ციტატები სტატიიდან
„გარკვეული წინსვლაა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი შეიძლება იყოს უსაფრთხოების არქიტექტურა კონფლიქტის დასრულების შემდეგ. ჯერჯერობით არაფერია საბოლოოდ გადაწყვეტილი. შესაძლოა, გარკვეულ პროგრესს აბუ-დაბიში მივაღწიოთ“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…