პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ხორვატიის პრემიერ-მინისტრი – შესაბამისი პირობები როდესაც შეიქმნება, ხორვატია მზად იქნება, მხარი დაუჭიროს საქართველოს ევროპულ გზას

ხორვატიის პრემიერ-მინისტრ ანდრეი პლენკოვიჩის განცხადებით, საქართველოს ევროპული გზა ამ ეტაპზე ნაკლები ინტენსივობით მიმდინარეობს, ვიდრე წარსულში. მისი თქმით, შესაბამისი პირობების შექმნის შემთხვევაში ხორვატია მზად იქნება, მხარი დაუჭიროს საქართველოს.

ხორვატიის პრემიერ-მინისტრი – შესაბამისი პირობები როდესაც შეიქმნება, ხორვატია მზად იქნება, მხარი დაუჭიროს საქართველოს ევროპულ გზას
პირველი არხი

იმედი გვაქვს, საქართველო, ისევე, როგორც მოლდოვა და უკრაინა, კვლავ უფრო აქტიურად და თანმიმდევრულად იქნება ორიენტირებული ევროკავშირის წევრობაზე, – ამის შესახებ ხორვატიის პრემიერ-მინისტრმა, ანდრეი პლენკოვიჩმა ქართველ ჟურნალისტებს დუბლინში განუცხადა, სადაც ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-9 სამიტი მიმდინარეობს.

პლენკოვიჩის თქმით, შესაბამისი პირობები როდესაც შეიქმნება, ხორვატია მზად იქნება, მხარი დაუჭიროს საქართველოს ევროპულ გზას.

„მრავალი წლის განმავლობაში საქართველოს დემოკრატიული პროცესისა და საქართველოს ევროპული კურსის მხარდამჭერი ვიყავი. ამ ეტაპზე ეს გზა, როგორც ჩანს, გარკვეულწილად ნაკლები ინტენსივობით მიმდინარეობს, ვიდრე წარსულში. იმედი გვაქვს, საქართველო, ისევე, როგორც მოლდოვა და უკრაინა, კვლავ უფრო აქტიურად და თანმიმდევრულად იქნება ორიენტირებული ევროკავშირის წევრობაზე.

ვფიქრობ, იმ შესაძლებლობით, რომელიც შეიქმნა მას შემდეგ, რაც ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ფარგლებში, სამეზობლო პოლიტიკის კატეგორიაში შემავალი ქვეყნები გაფართოების პოლიტიკის ნაწილად იქცნენ, საქართველომ და ქართველმა ხალხმა უნდა ისარგებლონ. არსებობს საკითხები, რომლებიც ჯერ კიდევ გადაუჭრელია. პრობლემები უკავშირდება საქართველოს იმ ტერიტორიებსაც, რომლებიც თქვენი კონტროლის ქვეშ არ არის, ვგულისხმობ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს. ეს მნიშვნელოვანი პრობლემაა, თუმცა გაყინული კონფლიქტები საერთაშორისო პრაქტიკისთვის უცხო არ არის. შესაბამისი პირობები როდესაც შეიქმნება, ხორვატია მზად იქნება, მხარი დაუჭიროს საქართველოს ევროპულ გზას. დიალოგის ხანგრძლივობაზეც ვისაუბრეთ, თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნე, ჩვენ დიალოგს წავახალისებთ და ვუჭერთ მხარს“, – განაცხადა პლენკოვიჩმა.

მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ირაკლი კობახიძე – ევროკომისიას თუ ექნება ჯანსაღი დამოკიდებულება საქართველოს მიმართ, საქართველოს ევროპული ინტეგრაცია შეუფერხებლად გაგრძელდება, ჩვენ პირნათლად ვასრულებთ ვალდებულებებსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები