პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ᲛᲐᲣᲠᲘᲓᲔᲡ ᲠᲝᲙᲔ ᲯᲣᲜᲘᲝᲠᲡ ᲤᲘᲜᲔᲗᲨᲘ ᲬᲐᲠᲛᲐᲢᲔᲑᲣᲚᲘ ᲝᲞᲔᲠᲐᲪᲘᲐ ᲩᲐᲣᲢᲐᲠᲓᲐ

ბათუმის დინამოს თავდამსხმელ მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში ბარძაყის კუნთის ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა. ექიმების შეფასებით, ფეხბურთელს მოედანზე დასაბრუნებლად 4-5 თვე დასჭირდება.

ᲛᲐᲣᲠᲘᲓᲔᲡ ᲠᲝᲙᲔ ᲯᲣᲜᲘᲝᲠᲡ ᲤᲘᲜᲔᲗᲨᲘ ᲬᲐᲠᲛᲐᲢᲔᲑᲣᲚᲘ ᲝᲞᲔᲠᲐᲪᲘᲐ ᲩᲐᲣᲢᲐᲠᲓᲐ
სპორტალი

ბათუმის "დინამო" საიტით იტყობინება, რომ თავდამსხმელ მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა:

"ჩვენი კლუბის თავდამსხმელმა, მაურიდეს როკე ჯუნიორმა, მეშახტესთან გამართულ შეხვედრაში ბარძაყის უკანა ჯგუფის კუნთების (Hamstrings) სერიოზული დაზიანება მიიღო. სამედიცინო გამოკვლევების შედეგად ნახევრადმემბრანული კუნთის (Semimembranosus) მყესის სრული გაწყვეტა დადასტურდა, რამაც დაუყოვნებელი ქირურგიული მკურნალობის აუცილებლობა განაპირობა.დინამო ბათუმის გადაწყვეტილებით, ბრაზილიელი ფეხბურთელი ფინეთის ქალაქ ტურკუში, სპორტული მედიცინის წამყვან ცენტრში გაემგზავრა. ოპერაცია მსოფლიოში აღიარებულმა ქირურგ-ორთოპედმა, დოქტორმა ლასე ლამპაინენმა (Lasse Lempainen) პირადად ჩაატარა - სპეციალისტმა, რომელსაც ისეთი საერთაშორისო ვარსკვლავების წარმატებული მკურნალობის გამოცდილება აქვს, როგორებიც არიან უსმან დემბელე, ედერ მილიტაო, ნუნუ მენდეში და ლეონარდო სპინაცოლა.

ქირურგიულმა პროცედურამ ყოველგვარი გართულების გარეშე, წარმატებით ჩაიარა. ექიმების პირველადი შეფასებით, სრულ სპორტულ დატვირთვასა და მოედანზე დასაბრუნებლად დაახლოებით 4–5 თვე იქნება საჭირო. მაურიდესი რეაბილიტაციის პირველ ეტაპს კლინიკის სპეციალისტებისა და დინამო ბათუმის სამედიცინო პერსონალის ერთობლივი მეთვალყურეობით გაივლის.

საფეხბურთო კლუბი დინამო ბათუმი, ხელმძღვანელობა, სამწვრთნელო შტაბი და თანაგუნდელები სრულ სოლიდარობასა და მხარდაჭერას უცხადებენ მაურიდესს. ჩვენ დარწმუნებულნი ვართ მის პროფესიონალიზმსა და მებრძოლ ხასიათში, რაც მას კიდევ უფრო გაძლიერებულს დააბრუნებს მოედანზე.

მალე გამოჯანმრთელებას გისურვებთ, მაური! ჩვენ შენ გვერდით ვართ".

მასალის შესახებპირველწყარო: სპორტალი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

სხვადასხვა ·
სომალილენდში რეპროდუქციული ჯანმრთელობის ინტერვენციების ერთობლივი დაგეგმვის მიზნით ახალი საზოგადოებაზე დაფუძნებწაიკითხე

უახლესი ამბები