პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

გრიგოლ გეგელია - აბსურდის თეატრის გაგრძელებას ვუყურებთ - არ არსებობს არანაირი სამხილი, არანაირი არგუმენტი - „ქართული ოცნება“ არის ძალიან დიდ შარში მოხვედრილი იმ საკმაოდ უხარისხო სარჩელის დაწერის გამო

ქართული ოცნებალელო

„ლელო-ძლიერი საქართველოს“ საგარეო მდივანი გრიგოლ გეგელია აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ უხარისხო სარჩელის გამო დიდ შარშია გაბმული და მათ ბრალდებას არანაირი სამხილი არ გააჩნია.

გრიგოლ გეგელია - აბსურდის თეატრის გაგრძელებას ვუყურებთ - არ არსებობს არანაირი სამხილი, არანაირი არგუმენტი - „ქართული ოცნება“ არის ძალიან დიდ შარში მოხვედრილი იმ საკმაოდ უხარისხო სარჩელის დაწერის გამო
ინტერპრესნიუსი

აბსურდის თეატრის გაგრძელებას ვუყურებთ - არ არსებობს არანაირი სამხილი, არანაირი არგუმენტი, „ქართული ოცნება“ არის ძალიან დიდ შარში მოხვედრილი აი, იმ საკმაოდ უხარისხო სარჩელის დაწერის გამო, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ საგარეო მდივანმა, გრიგოლ გეგელიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, მმართველი პარტიის მიერ მომზადებული ხუთგვერდიანი ბრალდება „რეალობასთან და ქვეყნის ისტორიასთან კავშირს მოკლებული პროზაული ტექსტია“.

„აბსურდის თეატრის გაგრძელებას ვუყურებთ. არ არსებობს არანაირი სამხილი, არანაირი არგუმენტი. „ქართული ოცნება“ არის ძალიან დიდ შარში მოხვედრილი აი, იმ საკმაოდ უხარისხო სარჩელის დაწერის გამო. საკმარისია, ნებისმიერმა ადამიანმა, არაიურისტმა წაიკითხოს ეს ხუთგვერდიანი ბრალდება, რომ დაინახოს - ეს არის სრული ნონსენსი, აბსოლუტურად ყოველგვარ აზრს, სამართლებრივ, პოლიტიკურ თუ კეთილსინდისიერ აზრს მოკლებული პროზაული ტექსტი, რომელსაც არანაირი საერთო არ გააჩნია რეალობასთან, ამ ქვეყნის ისტორიასთან, რომელიც ამავე დროს ძალიან უხარისხოდ არის დაწერილი და შეიცავს მთელ რიგ წინააღმდეგობებს „ქართული ოცნებისავე“ პოლიტიკურ ლოგიკასთან და განცხადებებთან. ეს ყველაფერი იქნება მხილებული ძალიან მკაფიოდ და ნათლად ჩვენი მაღალკომპეტენტური იურისტების გუნდის მიერ“, - აცხადებს გრიგოლ გეგელია.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. ინტერპრესნიუსინეიტრალურიგრიგოლ გეგელია - ვხედავთ, რომ „ქოცებს“ არანაირი არგუმენტი და სამხილი არ გააჩნიათ - მათ ძალიან მძიმე და მწვავე კითხვებზე პასუხი მოუწევთ, როდესაც სასამართლოს ამ ფაზას მივადგებით
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
გრიგოლ გეგელია: ვუყურებთ აბსურდის თეატრს, ვუყურებთ მხარეს, რომელსაც სურს, რომ ყველაფერი ის დაგვაბრალოს, რაც ჩვენ არასდროს ჩაგვიდენიაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები