პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

“ამათ რა უხარიათ?” – კონსტანტინე გამსახურდია

ნატო

კონსტანტინე გამსახურდია ეხმაურება სოციალურ ქსელში გავრცელებულ მოსაზრებას ნატოსა და ევროკავშირის შესაძლო დაშლის შესახებ და გალაკტიონ ტაბიძის ისტორიის გახსენებით სვამს კითხვას, თუ რა უხარიათ ამის მსურველებს.

“ამათ რა უხარიათ?” – კონსტანტინე გამსახურდია
ალია

ეროვნული ბიბლიოთეკის პრეზიდენტი, კონსტანტინე გამსახურდია:

ამას წინათ რომელიღაც FB-მომხმარებელი (მის გვარსა და სახელს არანაირი მნიშვნელობა არა აქვს) საზეიმოდ აცხადებდა:

“რამოდენიმე წლის წინ ვწერდი,რომ 2027 წელს,არც “ნატო”იარსებებს და იგივე ბედს გაიზიარებს ევროკავშირიც! იგივეს ვიმეორებ!”

ამაზე გამახსენდა ნახევრად რეალური, ნახევრად ანეგდოტური ისტორია გალაკტიონ ტაბიძეზე, როდესაც ერთ-ერთი მონაცრისფრო პოეტის იუბილეზე აღმოჩნდა. როგორც ჩანს, ოდნავ გადაკრული ჰქონია. ყველა გამომსვლელი ერთსა და იმავეს ამბობდა ამ პოეტზე, მისი შემოქმედება ოპტიმიზმით გამოირჩევაო. (სხვას ვერაფერს ამბობდნენ….)

სიტყვა აუღია გალაკტიონს და იუბილარისთვის უთქვამს: ბიძიკო, ბაირონი გეცოდინებაო. გენიალური პოეტი ხომ იყო? იყოო. როგორც მამაკაცი ულამაზესი ხომ იყო და ქალებს ხომ უყვარდათ? უყვარდათო. უმდიდრესიც ხომ იყო და ლიტერატურულ სცენაზეც აღიარებული? იყოო. ლორდიც ხომ იყო და ციხე-კოშკიც ხომ ჰქონდაო? ეგეც ჰქონდაო. ჰოდა ის იყო პესიმისტი და შენ რა გიხარიაო.

იგივე კითხვა მიჩნდება ასეთ განაცხადებზეც: კარგი, მაგრამ ამათ რა უხარიათ?

მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
,,მიდი ბოჩოლა, აღტკინდი, იკუნტრუშე!“ – კონსტანტინე გამსახურდიაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები