პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ალან ბერსე: მე ყოველთვის მზად ვარ დიალოგისთვის საქართველოსთან. მნიშვნელოვანია გვქონდეს ღია და გულწრფელი მსჯელობა, ჩვენ გაგვაჩნია სამუშაო ჩარჩო, რომლის ფარგლებშიც შეგვიძლია ურთიერთობებისა და თანამშრომლობის გაღრმავება

ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა ალან ბერსემ განაცხადა, რომ ყოველთვის მზადაა საქართველოსთან დიალოგისთვის და აუცილებელია ღია და გულწრფელი მსჯელობა. დუბლინში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტში პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძეც მონაწილეობს.

დუბლინში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-9 სამიტი იხსნება, რომელშიც მსოფლიო ლიდერებთან ერთად საქართველოს პრემიერ-მინისტრი მონაწილეობს. ირაკლი კობახიძე პლენარული სესიის გახსნას დაესწრება. მთავრობის მეთაური მრგვალი მაგიდის ფორმატში ასევე მონაწილეობას მიიღებს პანელურ დისკუსიაში, რომლის მთავარი თემაა ევროპის უსაფრთხოებისა და თავდაცვის უზრუნველყოფა. 50-მდე სახელმწიფოს ლიდერები სამიტზე დასასწრებად უკვე იკრიბებიან.

ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის ალან ბერსეს განცხადებით, ევროპის საბჭო ყურადღებით აკვირდება სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე მოვლენებს. მისივე თქმით, ის მზად არის საქართველოსთან დიალოგის გასაგრძელებლად.

"ჩვენ განსაკუთრებული ყურადღებით ვაკვირდებით სამხრეთ კავკასიაში განვითარებულ მოვლენებს. სამხრეთ კავკასიის სამივე სახელმწიფო ევროპის საბჭოს მტკიცე და ღირსეული წევრია. ევროპა ყოველთვის ეფუძნებოდა ღირებულებებს, ურთიერთკავშირსა და თანამშრომლობას.

მე ყოველთვის მზად ვიყავი და ვარ დიალოგისთვის ყველა წევრ სახელმწიფოსთან და, ცხადია, მათ შორის საქართველოსთანაც. ჩვენ ახლახანს გვქონდა კომუნიკაცია. ვგულისხმობ იმას, რომ მნიშვნელოვანია გვქონდეს ღია და გულწრფელი მსჯელობა - ჩვენ გაგვაჩნია სამუშაო ჩარჩო, რომლის ფარგლებშიც შეგვიძლია ურთიერთობებისა და თანამშრომლობის გაღრმავება; ღრმად მწამს, რომ ჩვენ კვლავ და კვლავ უნდა დავადასტუროთ ეს პრინციპი და განვაგრძოთ დიალოგი და ერთობლივი მსჯელობა, რასაც, ცხადია, საქართველოსთანაც გავაგრძელებთ", - აცხადებს ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ალან ბერსე.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ალან ბერსე – გვაქვს ჩარჩო, რომლის ფარგლებშიც შეგვიძლია თანამშრომლობის განვითარება, დიალოგსა და თანამშრომლობას აუცილებლად გავაგრძელებთ, ცხადია, საქართველოსთანაცწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები