პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მოსამართლე მოპასუხეებს: რაც უფრო ბევრს საუბრობთ, აზრი იკარგება ამ ბევრ საუბარში. გარკვეული განვრცობა შეიძლება მოჰყვეს ნებისმიერ პასუხს, მაგრამ რაღაც რაციონალურობის ფარგლებში. თხოვნა მექნება, ნუ გამაკრიტიკებთ ამისთვის, რომ ეს თხოვნა მაქვს თქვენს მიმართ

საკონსტიტუციო სასამართლო

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ვასილ როინიშვილმა მოპასუხე მხარეს მოუწოდა, პასუხები რაციონალურობის ფარგლებში გასცენ, რადგან მისი თქმით, „რაც უფრო ბევრს საუბრობთ, აზრი იკარგება ამ ბევრ საუბარში“.

მოსამართლე მოპასუხეებს: რაც უფრო ბევრს საუბრობთ, აზრი იკარგება ამ ბევრ საუბარში. გარკვეული განვრცობა შეიძლება მოჰყვეს ნებისმიერ პასუხს, მაგრამ რაღაც რაციონალურობის ფარგლებში. თხოვნა მექნება, ნუ გამაკრიტიკებთ ამისთვის, რომ ეს თხოვნა მაქვს თქვენს მიმართ
იმედინიუსი

„შეკითხვის დასმისას მე ხომ ძალიან ბევრს არ ვლაპარაკობ. შესაბამისად, თქვენგანაც ველოდები ანალოგიურს, რომ უბრალოდ გავიგო რას ამბობთ“, - ასე მიმართა მოსამართლე ვასილ როინიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს დღევანდელ სხდომაზე მოპასუხე მხარეს.

მოსამართლის თქმით, ბევრ საუბარში აზრი იკარგება.

„რაც უფრო ბევრს საუბრობთ, აზრი იკარგება ამ ბევრ საუბარში. ჩვენთვისაც, საზოგადოებისთვისაც ხომ მთავარია, რომ კონკრეტული ჩვენი ნათქვამიდან აზრი იყოს გამოტანილი. შეკითხვის დასმისას მე ხომ ძალიან ბევრს არ ვლაპარაკობ. შესაბამისად, თქვენგანაც ველოდები ანალოგიურს, რომ უბრალოდ

გავიგო რას ამბობთ. რა თქმა უნდა, გარკვეული განვრცობა შეიძლება მოჰყვეს ნებისმიერ პასუხს, მაგრამ რაღაც რაციონალურობის ფარგლებში. თხოვნა მექნება, ნუ გამაკრიტიკებთ ამისთვის, რომ ეს თხოვნა მაქვს თქვენს მიმართ. გაითვალისწინებთ, მადლობელი დაგრჩებით, არ გაითვალისწინებთ - მშვიდობიანი გზა“, - აღნიშნა მან.

საკონსტიტუციო სასამართლო შეკითხვების ეტაპზეა. სასამართლო კითხვებს ამჯერად ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს უსვამს.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
“ეს ყველაფერი რაში გვჭირდება?” – მოსამართლე “ოცნებას”წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები