პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

"ეს წინასწარ დაგეგმილი თავდასხმა იყო" - ნინა დრამამ მერაბ დვალიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა

ამერიკელმა ჟურნალისტმა ნინა დრამამ მერაბ დვალიშვილზე თავდასხმა დაგმო და UFC-ს უსმან ნურმაგომედოვისა და მისი გარემოცვისთვის ორგანიზაციაში შესვლის სამუდამოდ აკრძალვისკენ მოუწოდა. დრამას თქმით, ინციდენტი წინასწარ დაგეგმილი იყო.

"ეს წინასწარ დაგეგმილი თავდასხმა იყო" - ნინა დრამამ მერაბ დვალიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა
სპორტალი

ცნობილი ამერიკელი ჟურნალისტი ნინა დრამა მერაბ დვალიშვილზე განხორციელებულ თავდასხმას გამოეხმაურა. ამერიკელმა, რომელიც ქართველ მებრძოლთან მეგობრობს, მომხდარი მკაცრად დაგმო, უსმან ნურმაგომედოვი და მისი გარემოცვა გააკრიტიკა და UFC-ს მათთვის ორგანიზაციაში შესვლის სამუდამოდ აკრძალვისკენ მოუწოდა.

"მერაბ დვალიშვილი ჩემთვის ძმასავითაა. როცა ის ვიდეო ვნახე, სადაც მას თავს ესხმიან, გული ამერია. ამ ლაჩრებმა პასუხი უნდა აგონ ჩადენილისთვის.

წინასწარ დაგეგმილი თავდასხმა იყო. თანაც ისე, რომ ტელეფონებით უკვე იღებდნენ. ნამდვილი დეგენერატები.

ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ UFC უსმან ნურმაგომედოვსა და მის მეგობრებს ორგანიზაციაში შესვლას სამუდამოდ აუკრძალავს. მან სონგ იადონგისთვის იდაყვით დარტყმა სცადა მას შემდეგ, რაც ოქტაგონზე შევარდა... მხოლოდ იმიტომ, რომ ასეთი გვარი აქვს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ სხვებზე მაღლა დგას".

შეგახსენებთ, ინციდენტი RAF-ის ღონისძიებაზე იმ დროს მოხდა, როდესაც დვალიშვილს უმარ ნურმაგომედოვი და მისი გარემოცვა ინტერვიუს დროს თავს დაესხა. მერაბი 14 ნოემბერს მარლონ მორაესს უნდა დაუპირისპირდეს.

მასალის შესახებპირველწყარო: სპორტალი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

სხვადასხვა ·
დვალიშვილის თქმით, ნურმაგომედოვი და მისი გუნდი თავს დაესხნენწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები