პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მოსამართლე ბერდია სიჭინავას: მგონია, რომ თქვენ პირველად არ ხართ სასამართლო პროცესზე და უნდა იცოდეთ რა და როგორ არის. მოსამართლე რაღაც შეკითხვას რომ სვამს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ რაღაც არ იცის, ან რაღაცაში განათლება აკლია და შევსება სჭირდება

საკონსტიტუციო სასამართლო

მოსამართლე ვასილ როინიშვილმა პარტიის წევრ ბერდია სიჭინავას განუცხადა, რომ მოსამართლის მიერ შეკითხვის დასმა არ ნიშნავს, თითქოს მას განათლება აკლია, არამედ მხარის ხედვა აინტერესებს.

მოსამართლე ბერდია სიჭინავას: მგონია, რომ თქვენ პირველად არ ხართ სასამართლო პროცესზე და უნდა იცოდეთ რა და როგორ არის. მოსამართლე რაღაც შეკითხვას რომ სვამს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ რაღაც არ იცის, ან რაღაცაში განათლება აკლია და შევსება სჭირდება
იმედინიუსი

მოსამართლე რაღაც შეკითხვას რომ სვამს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ რაღაც არ იცის, ან რაღაცაში განათლება აკლია და შევსება სჭირდება, - ასე უპასუხა მოსამართლე ვასილ როინიშვილმა გახარიას პარტიის წევრის, ბერდია სიჭინავას განცხადებას.

კერძოდ, ბერდია სიჭინავამ სასამართლოს დღევანდელ სხდომაზე თქვა: „ბატონო თავმჯდომარე, როდესაც შეკითხვებს სვამდით, თქვენ ბრძანეთ, რომ თქვენ გგონიათ სასამართლოს არ აქვს პასუხი ამ შეკითხვაზეო? უბრალოდ, თქვენი აზრი მაინტერესებსო. თუ წინასწარ ჩამოყალიბებული აზრი გაქვთ კონკრეტულ შემთხვევაში ამ კითხვა-პასუხთან მიმართებით, საერთოდ ჩვენი პასუხები რას ცვლის იმ საკითხებთან მიმართებით, რაზეც ჩვენ უნდა ჩამოგიყალიბოთ რწმენა. თუ გამომცდელებად ხართ თქვენ და ჩვენ ვართ მოსწავლეები, რომლისგანაც რაღაც უნდა მოისმინოთ“.

მოსამართლის განმარტებით, სასამართლოს მხარის აზრი, ხედვა აინტერესებს.

„მგონია, რომ თქვენ პირველად არ ხართ სასამართლო პროცესზე და უნდა იცოდეთ რა და როგორ არის. მოსამართლე რაღაც შეკითხვას რომ სვამს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ რაღაც არ იცის, ან რაღაცაში განათლება აკლია და შევსება სჭირდება. უბრალოდ, მას მხარის აზრი, ხედვა აინტერესებს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით“, - აღნიშნა მან.

ბერდია სიჭინავას რეპლიკას, ანუ ჩვენი პასუხები არაფერს ცვლის? - მოსამართლემ უპასუხა, რომ მსჯელობის საგანია, შესაძლოა შეცვალოს.

როგორც თავის მხრივ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ განმარტა, თეორიული საკითხები სასამართლოსთვისაც ხელმისაწვდომია და მისი რეპლიკა გამოწვეული იყო იმით, რომ კონკრეტული ხედვები იყოს და არა ღრმა თეორიები.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. TV პირველიოპოზიციურიბერდია სიჭინავა მოსამართლე ნადარაიას: თუ წინასწარ ჩამოყალიბებული აზრი გაქვთ კითხვა-პასუხთან, ჩვენი პასუხები რას ცვლის?
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ბერდია სიჭინავა მოსამართლე ნადარაიას: თუ წინასწარ ჩამოყალიბებული აზრი გაქვთ კითხვა-პასუხთან, ჩვენი პასუხები რას ცვლის?წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები