ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

რუსეთი საქართველოს კვლავ მოუწოდებს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ საზღვრების დემარკაციისკენ

ეუთო

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოსგან ოკუპირებული სოხუმისა და ცხინვალის მიმართ ძალის გამოუყენებლობის გარანტიების გაცემასა და ე.წ. საზღვრების დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესის დაწყებას კვლავ მოითხოვს.

რუსეთი საქართველოს კვლავ მოუწოდებს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ საზღვრების დემარკაციისკენ
რუსეთი საქართველოს კვლავ მოუწოდებს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ საზღვრების დემარკაციისკენტაბულა

რუსეთი საქართველოსგან კვლავ მოითხოვს ოკუპირებული სოხუმისა და ცხინვალის მიმართ "ძალის გამოუყენებლობის შესახებ გარანტიების გაცემასა და საზღვრების დელიმიტაციას", რასაც "შემდგომში მათი დემარკაცია უნდა მოჰყვეს". ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.

სამინისტროს ცნობით, სერგეი ლავროვის მოადგილემ, მიხეილ გალუზინმა ეს საკითხი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებთან გამართულ ვიდეოკონფერენციაზე დააყენა, რომელიც ნოემბერში დაგეგმილ მორიგ რაუნდს შეეხებოდა.

"9 ოქტომბერს რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მიხაილ გალუზინმა, ვიდეოკონფერენციის ფორმატში შეხვედრა გამართა ამიერკავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხებზე საერთაშორისო დისკუსიების [ჟენევის დისკუსიები] თანათავმჯდომარეებთან - გაეროს გენერალური მდივნის თანაშემწესთან, ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის სპეციალურ წარმომადგენელთან სამხრეთ კავკასიის საკითხებში და ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან სამხრეთ კავკასიის საკითხებში.

ნოემბერში დაგეგმილი მორიგი რაუნდისთვის მზადების ფარგლებში დეტალურად განიხილეს მიმდინარე საკითხები, რომლებიც ამ მნიშვნელოვანი მოლაპარაკების ფორმატის დღის წესრიგში დგას.

რუსულმა მხარემ კვლავ ხაზი გაუსვა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მყარი უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით ძალისხმევის გაძლიერების აუცილებლობას.

პრაქტიკული თვალსაზრისით, ყურადღება უნდა გამახვილდეს, უპირველეს ყოვლისა, კონკრეტული ზომების შემუშავებაზე, მათ შორის, ოფიციალური თბილისის მიერ სოხუმისა და ცხინვალის მიმართ ძალის გამოუყენებლობის გარანტიების გაცემაზე, ასევე საქართველო-აფხაზეთისა და საქართველო-სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციის პროცესის დაწყებაზე, რასაც შემდგომში მათი დემარკაცია უნდა მოჰყვეს", - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„9 ოქტომბერს რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მიხაილ გალუზინმა, ვიდეოკონფერენციის ფორმატში შეხვედრა გამართა ამიერკავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხებზე საერთაშორისო დისკუსიების [ჟენევის დისკუსიები] თანათავმჯდომარეებთან - გაეროს გენერალური მდივნის თანაშემწესთან, ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის სპეციალურ წარმომადგენელთან სამხრეთ კავკასიის საკითხებში და ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან სამხრეთ კავკასიის საკითხებში. ნოემბერში დაგეგმილი მორიგი რაუნდისთვის მზადების ფარგლებში დეტალურად განიხილეს მიმდინარე საკითხები, რომლებიც ამ მნიშვნელოვანი მოლაპარაკების ფორმატის დღის წესრიგში დგას. რუსულმა მხარემ კვლავ ხაზი გაუსვა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მყარი უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით ძალისხმევის გაძლიერების აუცილებლობას. პრაქტიკული თვალსაზრისით, ყურადღება უნდა გამახვილდეს, უპირველეს ყოვლისა, კონკრეტული ზომების შემუშავებაზე, მათ შორის, ოფიციალური თბილისის მიერ სოხუმისა და ცხინვალის მიმართ ძალის გამოუყენებლობის გარანტიების გაცემაზე, ასევე საქართველო-აფხაზეთისა და საქართველო-სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციის პროცესის დაწყებაზე, რასაც შემდგომში მათი დემარკაცია უნდა მოჰყვეს“
მასალის შესახებპირველწყარო: ტაბულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?