"ნეტა მანდ ვყოფილიყავი" - ლაშა ბექაური მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ბექაურმა სოციალურ ქსელში აბუ-დაბიში მერაბ დვალიშვილზე მომხდარი თავდასხმა შეაფასა. ბექაური დვალიშვილს მხარდაჭერას უცხადებს და აცხადებს, რომ მსგავს ინციდენტებზე პასუხს თავადაც გასცემს.

ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური აბუ-დაბიში მერაბ დვალიშვილზე მომხდარ თავდასხმას გამოეხმაურა.
"ნეტა მანდ ვყოფილიყავი! მერაბ, საბა, თქვენ ქართულ გულს ვენაცვალე! ისეთი პასუხი გაეცით როგორიც შეგვეფერება! შეიძლება, რიცხვობრივად ცოტა ვიყოთ მაგრამ ჩვენ ქართულ გასაკეთებელს ყველგან გავაკეთებთ!მაგ ტურებს სადაც შევხვდები ჩემ წილ ქართულ პასუხს იქ გავცემ! მერაბ შენთან ვართ!", - დაწერა ბექაურმა საკუთარ "ფეისბუქგვერდზე".
შეგახსენებთ, ინციდენტი RAF-ის ღონისძიებაზე იმ დროს მოხდა, როდესაც დვალიშვილს უმარ ნურმაგომედოვი და მისი გარემოცვა ინტერვიუს დროს თავს დაესხა. მერაბი 14 ნოემბერს მარლონ მორაესს უნდა დაუპირისპირდეს.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…