პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

როგორც აღმოჩნდა დალუქული ტელეფონი გიჩო მარგველაშვილის ხელში? - დავით ფეიქრიშვილის სკანდალური ჩვენება სასამართლოზე

იუსტიციის სამინისტროსაქართველოს პროკურატურა

პატიმარი დავით ფეიქრიშვილი სასამართლოზე აცხადებს, რომ ტელეფონის გახსნის მიზნით ოთხი დღე აწამებდნენ, ხოლო მისი დალუქული მობილური გიჩო მარგველაშვილის ხელში აღმოჩნდა. პენიტენციური სამსახური ძალადობას უარყოფს.

როგორც აღმოჩნდა დალუქული ტელეფონი გიჩო მარგველაშვილის ხელში? - დავით ფეიქრიშვილის სკანდალური ჩვენება სასამართლოზე
TV პირველი

დავით ფეიქრიშვილი საკანში მის მიმართ გახორციელებულ 4 დღიან წამებაზე საუბრობს - გლდანის ციხის პატიმარმა დღეს სასამართლოს სკანდალური ჩვენება მისცა, თქვა, რომ მის საკანში კონრეტული პირები ტელეფონის გახნის მიზნით შეაგზავნეს.

როგორც ბრალდებული აცხადებს, საკანში შესვლის შემდეგ, მათ დაურეკეს ვერის საძმოს წევრს, გიჩო მარგველაშვილს, რომელმაც კამერის მეშვეობით დავით ფეიქრიშვილს მისი პირადი ტელეფონი დაანახა, რომელიც წესით გამოძიების მიერ დალუქული უნდა ყოფილიყო და აღნიშნული ტელეფონის პაროლი მოსთხოვა.

დავით ფეიქრიშვილი: მე მაქვს თვითდაზიანებები, მობილური ამათ ხელში რო არ აღმოჩენილიყო, მე მაწამეს, ტელეფონი იყო მთავარი მიზეზი ამ წამების, მე მობილური უნდა გამეხსნა, ამიტო მაწამეს, პროკურორის ვალდებულებაც აქ იკვეთება, ეს ტელეფონი უნდა ყოფილიყო დალუქული, ვიდეო-ქოლი რომ ჩართეს და დაურეკეს ამ გიჩოს, გიჩო აჩვენებდა ტელეფონებს, მე ვუთხარი, ეს ჩემი ტელეფონია, ეს ჩემი შვილის, მერე მაწამეს, შენ რაღაც ჩანაწერები გაქვსო მაწვებოდნენ, მეთქი რა ჩანაწერები მაქვს, თუ რამე პოლიცია გახსნისთქო, არაო, რა პოლიცია გახსნისო. თუ ეს პროკურორის ვალდებულება არაა, რომ დაიცვას ნივთმტკიცებულება, მისი პასუხისმგებლობა იკვეთება, დარღვეულია ჩემი უფლებები, 4 დღე მაწამებდნენ, ციხის უფროსი მაწამებდა, და სხვებიც, ვიდეო ქოლით ელაპარაკედნენ გარედან.

პროკურორი: ტელეფონი გადატანილია ექსპერტიზაზე და თუ რამე დარღვევა გამოიკვეთა, ამას გავიგებთ, ექსპერტიზის ეროვნული ბიურო, სადაც გადაგზავნილია ეს მობილური ტელეფონები და კვლევა მიმდინარეობს, რა ეტაპზეა არ ვიცი

ფეიქრიშვილი: ეხლა შენი ძმის ტელეფონი უნდა გაგვხსნაო, ამით დამთავრდება ყველაფერიო. გოცირიძე და შოთა ყიფიანი ეს ორი ნასეტკა დამყვებოდნენ თანამშროებთან ერთად, იზოლირებული ვყავდი ყველანაირად, ორი საათი მცემდნენ და აზრზე რომ მოვედი, ლეიბები მატრასები იყო საკანში, ციხის უფროსმა ცხელი პურები გამოგვიგზავნა, მაშინ მივხვდი, რომ ესენი ჩემს საკანში რჩებოდნენ, მე ნდობა ამ პროკურორის მიმართ არ მაქ.

აღნიშნული განცხადება ფეიქრიშვილმა მაშინ გააკეთა, როდესაც მისმა ადვოკატმა, პროკურორის აცილების შუამდგომლობა დააყენა. პროკურორის აცილების შუამდგომლობას, ის მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.

რა ვიცით დავით ფეიქრიშვილის შესაძლო ცემის საქმეზე:

20 ოქტომბერს პატიმარ დავით ფეიქრიშვილის ადვოკატმა პაატა გოგიაშვილმა და დედამ, ნინო აბრამიშვილმა გააკეთეს საჯარო განცხადება და თქვეს, რომ მე-8 პენიტენციურში მოთავსებულ დავით ფეიქრიშვილს "ფიზიკური დაზიანებები" ვატო ყიფიანმა, ავთანდილ ბილანიშვილმა, შოთა ყიფიანმა, ასევე, "კაჭარავამ და გოცირიძემ" მიაყენეს.

მალევე გაირკვა, რომ დავით ფეიქრიშვილი მეორედ გადაიყვანეს კლინიკა ვივამედში.

პენიტენციური სამსახური ამტკიცებდა, რომ ფეიქრიშვილზე "თანამესაკნეებს არ უძალადიათ". უწყება ამტკიცებდა, რომ დავით ფეიქრიშვილმა ადვოკატთან შეხვედრის შმდეგ "მოულოდნელად, სწრაფი ნაბიჯებით დატოვა ოთახი, ჩაამტვრია ადვოკატთან შეხვედრების ოთახის მიმდებარედ დერეფანში არსებული ფანჯრის მინა და მინის ნატეხით თვითდაზიანებით იმუქრებოდა".

ოჯახის ხმაურიანი განცხადებების შემდეგ, დავით ფეიქრიშვილზე განხორციელებული სავარაუდო თავდასხმის დაქტზე იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის საგამოძიებო სამმართველომ გამოძიება დაიწყო.

25 ოქტომბერს, ფეიქრიშვილების დედამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საკანში სცემეს მის მეორე შვილს, გიორგი ფეიქრიშვილს, რასაც პენიტენციური სამსახური უარყოფს.

26 ოქტომბერს პროკურატურამ იუსტიციის სამინისტროს რეკომენდაციით მიმართა, რომ პენიტენციური სამსახურის დირექტორს უფლებამოსილება შეჩერებოდა. სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი პატარიძემ თანამდებობა იმავე დღეს დატოვა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
ოპოზიციური 1ნეიტრალური 1
  1. ინტერპრესნიუსინეიტრალურიდავით ფეიქრიშვილი - ჩემი წამების მოტივაცია იყო ჩემი ტელეფონი - პროკურორის პასუხისმგებლობაა, რომ ტელეფონი დალუქული ყოფილიყო, ჩემს წამებაში ჩართული იყვნენ ციხისა და პენიტენციურის უფროსებიც
  2. რადიო თავისუფლებაოპოზიციური„40 ნაკერი მადევს“ - დავით ფეიქრიშვილმა სასამართლოზე პირველი განცხადება გააკეთა
მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
დავით ფეიქრიშვილი - ჩემი წამების მოტივაცია იყო ჩემი ტელეფონი - პროკურორის პასუხისმგებლობაა, რომ ტელეფონი დალუქული ყოფილიყო, ჩემს წამებაში ჩართული იყვნენ ციხისა და პენიტენციურის უფროსებიცწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები