„40 ნაკერი მადევს“ - დავით ფეიქრიშვილმა სასამართლოზე პირველი განცხადება გააკეთა
პატიმარი დავით ფეიქრიშვილი აცხადებს, რომ ციხეში 4 დღის განმავლობაში აწამებდნენ ტელეფონის კოდის გაგების მოტივით და 40 ნაკერი ადევს, რასაც პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს.

„40 ნაკერი მადევს... მე 4 დღის განმავლობაში რომ მაწამებდნენ, ამაში ჩართული იყო ციხის უფროსი, პენიტენციური სამსახურის უფროსი... სპეციალურად შემოიყვანეს პარასკევს, ორშაბათი ძლივს დადგა და შემოვიდა ადვოკატი, ძლივს შევძელი ხმის მიწოდება... გადამიყვანეს „ვივამედში“ და მერე ამ დაზიანებებით უკან დამაბრუნეს და ჩამიწერეს, ვითომ გადმოვვარდი“, - ამბობს პატიმარი.
დავით ფეიქრიშვილის დედამ, ნინო აბრამიშვილმა 19 ოქტომბერს, ორშაბათ დღეს ჟურნალისტებს უთხრა, რომ მის შვილს ციხეში სცემეს. პენიტენციურმა სამსახურმა ეს ინფორმაცია კატეგორიულად უარყო.
ფეიქრიშვილის თქმით, „წამების მთავარი მოტივაცია იყო ტელეფონი“, მოითხოვდნენ მისი ტელეფონის კოდის გახსნას.
„მთავარი იყო, რომ მე მობილური უნდა გამეხსნა... მობილური იყო პროკურორის „ხელში“ [გულისხმობს, რომ წვდომა ჰქონდა]... მე უკვე ნაცემი ვყავდი, ნაწამები - მითხარი პაროლიო. გაუხსენი, შენ ჩანაწერები გაქვსო - მეთქი ბიჭო, რა ჩანაწერები... შეიძლება პროკურორს ჯიბეში არ ედო ეს ტელეფონი, მაგრამ ჩემი საპროცესო უფლებები არის დარღვეული“, - ამბობს ის.
მისი მონაყოლის მიხედვით, მას შემდეგ, რაც კლინიკა „ვივამედიდან“ გლდანის მე-8 ციხეში დააბრუნეს, „კიდევ მიდიოდა მათი მხრიდან ჩემზე ძალადობა ბოლოს შენი ძმის ტელეფონი უნდა გაგვიხსნაო“.
„გოცირიძე და შოთა ყიფიანი თან დამყვებოდნენ თანამშრომლებთან ერთად, რომ ვინმესთვის რამე არ მეთქვა, თუმცა იქ თანამშრომლებისთვის რამის თქმას საერთოდ აზრი არ ჰქონდა“.
დავით ფექირშვილი ამბობს, რომ ის იზოლაციაში ჰყავდათ.
„ერთადერთი შანსი იყო, რომ გამეძლო ორშაბათამდე, როცა ადვოკატი შემოვიდოდა. წინა ადვოკატთან 11 წელია ვმეგობრობ, შვილის ნათლიავარ და ესე, მოწმენდილ ცაზე მივიდა ჩემს ოჯახში და ვეღარ ვიქნები ადვოკატიო, წყალს გააყოლა ეს მეგობრობა“.
მასალა განახლდება
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
2 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…