პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მარიამ ქვრივიშვილი საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფ საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) მისიის ხელმძღვანელს, ალეხანდრო ჰაიდენბერგს შეხვდა

ეკონომიკის სამინისტრო

მარიამ ქვრივიშვილი სსფ-ის მისიის ხელმძღვანელ ალეხანდრო ჰაიდენბერგს შეხვდა. მხარეებმა ეკონომიკური ზრდა, ენერგეტიკა და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პროექტი განიხილეს.

მარიამ ქვრივიშვილი საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფ საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) მისიის ხელმძღვანელს, ალეხანდრო ჰაიდენბერგს შეხვდა
POSTV

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფ საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) მისიის ხელმძღვანელს, ალეხანდრო ჰაიდენბერგს შეხვდა. ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

შეხვედრაზე საქართველოსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდს (სსფ) შორის თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები განიხილეს.

ხაზი გაესვა საქართველოს ეკონომიკის მდგრადობასა და ზრდის მაღალ დინამიკას.

აღინიშნა, რომ ეფექტიანობის გაზრდისა და ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით, „აწარმოე საქართველოში“ გარდაიქმნა ინვესტიციების სააგენტოდ და საქართველოს ეკონომიკური განვითარების კორპორაციად, რომელმაც ერთი ქოლგის ქვეშ გააერთიანა კერძო სექტორის დაფინანსების ინსტრუმენტები.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს ქვეყნის ენერგეტიკის სექტორის განვითარების დინამიკა და სამომავლო გეგმები.

ყურადღება გამახვილდა სატრანსპორტო და ლოგისტიკური მიმართულებით მიმდინარე პროექტებზე. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პროექტზე, შუა დერეფნის განვითარების კონტექსტში.

შეხვედრას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ინგა ფხალაძე და სსფ-ის მისიის წევრები ესწრებოდნენ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. რუსთავი 2სამთავრობომარიამ ქვრივიშვილი საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელს ალეხანდრო ჰაიდენბერგს შეხვდა
მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
მარიამ ქვრივიშვილი საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელს ალეხანდრო ჰაიდენბერგს შეხვდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები