თორნიკე ჭეიშვილი საკონსტიტუციო განხილვებზე: კოლექტიური ნაცმოძრაობის წარმომადგენელთა მხრიდან არაერთი მცდელობა იყო, რომ ეს პროცესი პოლიტიკურ შოუში გადაეზარდათ
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თორნიკე ჭეიშვილი აცხადებს, რომ „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები საკონსტიტუციო სასამართლოში პროცესის პოლიტიკურ შოუში გადაზრდას ცდილობდნენ.

ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა მოსამართლეთა კითხვების ეტაპზე ჩვენი მხრივ მაქსიმალურად დეტალურად გაგვეშალა ის სამართლებრივი არგუმენტაცია, რომელიც ჩვენს სარჩელს ედება საფუძვლად, ჩვენ ვუპასუხეთ არაერთ კითხვას, რომელიც მომდინარეობდა საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმისგან და შეიძლება ითქვას, რომ არსებითად აღნიშნული ეტაპი არის ამოწურული, - განაცხადა უმრავლესობის წევრმა, თორნიკე ჭეიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომის დაწყებამდე.
თორნიკე ჭეიშვილის თქმით, მოსამართლეთა კითხვების ეტაპი ამოწურულია, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ დღესაც იყოს დასმული დამატებითი კითხვები, რისთვისაც მზად არიან.
მისივე თქმით, საზოგადოებამ იხილა ადეკვატური ზომები იმ პირების მისამართით, რომლებიც სხდომაზე ეთიკის სტანდარტებს ვერ იცავენ და იაფფასიან პროვოკაციებს აწყობენ.
"რაც შეეხება მიმდინარე საკონსტიტუციო განხილვებს საკონსტიტუციო სასამართლოში. ერთი უნდა ვთქვათ აუცილებლად ის, რომ ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა მოსამართლეთა კითხვების ეტაპზე ჩვენი მხრივ მაქსიმალურად დეტალურად გაგვეშალა ის სამართლებრივი არგუმენტაცია, რომელიც ჩვენს სარჩელს ედება საფუძვლად, ჩვენ ვუპასუხეთ არაერთ კითხვას, რომელიც მომდინარეობდა საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმისგან და შეიძლება ითქვას, რომ არსებითად აღნიშნული ეტაპი არის ამოწურული, თუმცა არც ის არის გამორიცხული, რომ რამდენიმე კითხვა დღესაც იქნეს დასმული ჩვენი მისამართით რისთვისაც რა თქმა უნდა ჩვენ მზად ვართ და როგორც წინა დღეებში ამ შემთხვევაშიც ბუნებრივია შესაბამისი დეტალიზაციის მაღალი ხარისხით წარმოვადგენთ არგუმენტირებულ პასუხებს. რაც შეეხება ზოგად ფონს, რომელიც თან სდევს მიმდინარე პროცესს, გუშინაც იყო არაერთი მცდელობა იმისა, კოლექტიური ნაცმოძრაობის წარმომადგენელთა მხრიდან, რომ გადაეზარდათ აი ეს პროცესი პოლიტიკურ შოუში. ისინი ამისათვის არ ერიდებიან, მათ შორის ძალიან მძიმე შეურაცხმყოფელი განცხადებები გააკეთონ საკონსტიტუციო სასამართლოს მისამართით. ზოგადად სხვადასხვა იაფფასიანი პროვოკაციები მოაწყონ, მათ შორის სხდომათა დარბაზში და იხილა კიდეც საზოგადოებამ ის ადეკვატური ზომები, რომელიც ამ დროს შეიძლება იქნეს გამოყენებული. იმ კონკრეტული პირების მისამართით, რომლებიც ელემენტარულად ვერ იცავენ ეთიკის სტანდარტებს, როდესაც იმყოფებიან საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე", - განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
3 სტატიათორნიკე ჭეიშვილი - კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ მხრიდან გუშინაც მცდელობა იყო, რომ პროცესი პოლიტიკურ შოუში გადაეზარდათ, შეურაცხმყოფელ კომენტარების გაკეთებასაც არ ერიდებიან - მომდევნო ეტაპზეც მოლოდინია, რომ ყველა დაინახავს, სად არის სიმართლე
თორნიკე ჭეიშვილი მოპასუხე მხარის პოზიციებზე: გამოჩნდება მათი უაღრესად სუსტი სამართლებრივი პოზიციები, რომელიც კიდევ უფრო მეტად ამყარებს და ადასტურებს იმ კონსტიტუციურ ბრალდებას, რომელიც არის ასახული ჩვენს სარჩელში
თორნიკე ჭეიშვილი საკონსტიტუციოში მიმდინარე პროცესზე მოპასუხე მხარის პოზიციებზე: გამოჩნდება მათი უაღრესად სუსტი სამართლებრივი პოზიციები, რომელიც კიდევ უფრო მეტად ამყარებს და ადასტურებს იმ კონსტიტუციურ ბრალდებას, რომელიც არის ასახული ჩვენს სარჩელში
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…