პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ირაკლი ქადაგიშვილი ჭეძიანგის პროვინციაში ვიზიტზე: აქ ხელოვნური ინტელექტისა და ყველაზე თანამედროვე ტექნოლოგიების საამქროა. აქედან გამომდინარე, ეს არის მნიშვნელოვანი ვიზიტი და მნიშვნელოვანი ურთიერთობის დამყარება

ქართული ოცნება

ჩინეთში „ქართული ოცნების“ დელეგაციის ვიზიტისას მიღწეულია შეთანხმება, რომ ჭეძიანგის პროვინცია და ქალაქი ხანგჭოუ საქართველოს ერთ-ერთ რეგიონსა და ქალაქს დაუმეგობრდება, განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ირაკლი ქადაგიშვილი ჭეძიანგის პროვინციაში ვიზიტზე: აქ ხელოვნური ინტელექტისა და ყველაზე თანამედროვე ტექნოლოგიების საამქროა. აქედან გამომდინარე, ეს არის მნიშვნელოვანი ვიზიტი და მნიშვნელოვანი ურთიერთობის დამყარება
რუსთავი 2

"ქართული ოცნების" დელეგაციის ვიზიტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გრძელდება. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკა სამხარაძის ხელმძღვანელობით, დელეგაციამ გადაინაცვლა ქალაქ ხანგჭოუში, ჭეძიანგის პროვინციაში. აღნიშნული ქალაქი და პროვინცია არის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ერთ-ერთი ტექნოლოგიური, სამეცნიერო და ბიზნეს ჰაბი, სადაც ოპერირებს არაერთი მსხვილი კომპანია, მათ შორის ხანგჭოუშია განთავსებული გიგანტი ჩინური კომპანია "ალიბაბა."

ქალაქის მერიისა და ისტორიული ჩაის მუზეუმის მონახულების შემდეგ, ნიკა სამხარაძის ხელმძღვანელობით, "ქართული ოცნების" დელეგაციამ შეხვედრა გამართა ჭაო კუანგძუნთან, რომელიც არის ჭეძიანგის პროვინციის სახალხო კონგრესის მუდმივმოქმედი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე.

ამასთან, როგორც პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა აღნიშნა, ჭეძიანგის პროვინცია არა მხოლოდ ისტორიული და ტრადიციული ღირებულებების აკვანია, არამედ წარმოადგენს თანამედროვე ტექნოლოგიების, ხელოვნური ინტელექტისა და მსხვილი ინდუსტრიული ცენტრების საამქროს, სადაც ეკონომიკური მიმართულებით თანამშრომლობა უაღრესად მნიშვნელოვანია.

მისივე თქმით, ვიზიტის შედეგად მიღწეულია შეთანხმება, რომ ჭეძიანგის პროვინცია და საქართველოს ერთ-ერთ რეგიონსა და ქალაქს დაუმეგობრდება.

"ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა ჭეძიანგის პროვინციის ხელმძღვანელობასთან. მნიშვნელოვანი არის, რომ ეს პროვინცია არის ისტორიული, ტრადიციული ღირებულებების და ჩინეთის ისტორიის ერთ-ერთი აკვანია, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი დღეს ის არის, რომ ეს პროვინცია არის მოწინავე ტექნოლოგიების და ხელოვნური ინტელექტის განვითარების ერთ-ერთი მთავარი ადგილი ჩინეთში. ამიტომ, რა თქმა უნდა, არა მარტო კულტურული, არამედ პირველ რიგში სწორედ აი ამ მიმართულებით ეკონომიკური თანამშრომლობა ამ პროვინციასთან არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამ პროვინციის დედაქალაქი, სადაც ჩვენ დღეს ვიმყოფებით, არის ჩინეთის ერთ-ერთი ყველაზე უფრო დიდი პორტი და ინდუსტრიული ცენტრი.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ აქ ხელოვნური ინტელექტისა და ყველაზე თანამედროვე ტექნოლოგიების საამქროა. აქედან გამომდინარე, ეს არის მნიშვნელოვანი ვიზიტი და მნიშვნელოვანი ურთიერთობის დამყარება ამ პროვინციასთან. მივაღწიეთ შეთანხმებას, რომ ეს პროვინცია და ეს ქალაქი დაუმეგობრდება საქართველოს ერთ-ერთ რეგიონს და ქალაქს, მონახაზი გვაქვს ამასთან დაკავშირებით უკვე და ვიწყებთ ამის გარშემო მუშაობას," - განაცხადა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა.

ავტორი: ნანა გოგატაძე

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. პირველი არხისამთავრობოირაკლი ქადაგიშვილი – ჭეძიანგის პროვინცია მოწინავე ტექნოლოგიების განვითარების ერთ-ერთი მთავარი ადგილია ჩინეთში, მივაღწიეთ შეთანხმებას, რომ ეს პროვინცია და ქალაქი დაუმეგობრდება საქართველოს ერთ-ერთ რეგიონსა და ქალაქს
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ნიკოლოზ სამხარაძე ჩინეთის ჭეძიანგის პროვინციის სახალხო კონგრესის მუდმივმოქმედი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს, ჭაო კუანგძუნს შეხვდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები