ჩვენ უკიდურესად რეპრესიულ გარემოში ვცხოვრობთ, სადაც ყოველი მეორე ადამიანი ციხეშია - სალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველოში უკიდურესად რეპრესიული გარემოა, მარეგულირებელმა მედიაში 93 სიტყვა აკრძალა და ელენე ხოშტარია საარჩევნო ბანერზე წარწერის გამო უკვე მეორე წელია ციხეშია.

ჩვენ უკიდურესად რეპრესიულ გარემოში ვცხოვრობთ, სადაც ყოველი მეორე ადამიანი ციხეშია, - ამის შესახე საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა პარიზის მშვიდობის ფორუმზე განაცხადა.
სალომე ზურაბიშვილმა ასევე ხაზი გაუსვა მედიის შეზღუდვას და იმ აკრძალულ სიტყვებს, რომელთა გამოყენებაც იკრძალება.
მან ისაუბრა ჟურნალისტ ვახო სანაიას და პოლიტიკოს ელენე ხოშტარიას პატიმრობაზეც.
მიუხედავად ყველაფრისა ქართული საზოგადოება არ იცვლება - დასძინა მან.
საქართველოში ახლახანს მარეგულირებელმა კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება რომ არსებობს 93 აკრძალული სიტყვა რომელთა გამოყენება არ შეიძლება მედიაში. ესენია რეჟიმი, რეპრესია, სინდისის პატიმარი, და ასე შემდეგ. ერთ - ერთი ჟურნალისტი ამ დრომდე პატიმრობაშია, რადგან ერთ ერთი ეს სიტყვა გამოიყენა. არის რეპრესიული კანონმდებლობაც, მაგალითად თუ თბილისში მოხვდებით და აქციაზე იქნებით, ვერ შეძლებთ რომ დადგეთ ტროტუარზე, რადგან ეს ნიშნავს, რომ სხვების გადაადგილებას უშლით ხელს. პროტესტის მონაწილეებს აჯარიმებენ. ჩვენ უკიდურესად რეპრესიულ გარემოში ვცხოვრობთ. სადაც ყოველი მეორე ადამიანი ციხეშია. მათ შორის ელენე ხოშტარია, რომელსაც ოთხი შვილი ყავს, უკვე მეორე წელია ციხეშია, რადგან საარჩევნო ბანერზე ფლომასტრით დატოვა წარწერა და ქართულ ოცნებას რუსული მიაწერა, რაც სიმართლეა. მიუხედავად ყველაფრისა ქართული საზოგადოება არ იცვლება. უკვე 30 წელზე მეტიააა საქართველოში მოსახლეობის 80 პროცენტზე მეტი ევრინტეგრაციის მომხრეა, - განაცხადა ზურაბიშვილმა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…