თბილისში ცოლ-ქმრის მკვლელობის საქმეზე „ინტერპრესნიუსისთვის“ დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი
თბილისში, გერმანული ჰოსპიტალის მიმდებარედ ცოლ-ქმრის მკვლელობის ბრალდებით 62 წლის პირი დააკავეს, რომელსაც, გავრცელებული ინფორმაციით, მოკლულებისთვის მიყიდული ბინა დღეს უნდა დაეტოვებინა.

თბილისში სანაპიროზე გერმანული ჰოსიპიტალის მიმდებარე ტერიტორიაზე, მოკლული ცოლ-ქმრის საქმესთან დაკავშირებით „ინტერპრესნიუსისთვის“ დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი.
პირმა, რომელმაც სავარაუდოდ ცოლ-ქმარი მოკლა, 62 წლის არის და ის სამართალდამცავებმა უკვე დააკავეს. როგორც სააგენტოსთვის გახდა ცნობილი, აღნიშნულმა პირმა, მოკლულ ცოლ-ქმარს საცხოვრებელი ბინა მიჰყიდა, თუმცა საცხოვრებელ ფართს არ ტოვებდა. არსებული ინფორმაციით, მოკლულ ცოლ-ქმარს ის სახლიდან დღეს უნდა გამოესახლებინა.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები და ექსპერტ-კრიმინალისტები გამთენიამდე მუშაობდნენ, ასევე ადგილზე იმყოფებოდა პროკურორი ლევან ვეფხვაძეც.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…