პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

„რვა წელი სთხოვდნენ ბინა დაეცალა… ვერ მორიგდნენ და ცოლ-ქმარი ამიტომ მოკლა” – ახალი დეტალები

თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ცოლ-ქმარი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს; გავრცელებული ინფორმაციით, მიზეზი წლების განმავლობაში სადავო ბინის გამო დაპირისპირება გახდა.

„რვა წელი სთხოვდნენ ბინა დაეცალა… ვერ მორიგდნენ და ცოლ-ქმარი ამიტომ მოკლა” – ახალი დეტალები
ალია

თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ერთ-ერთი კორპუსის სადარბაზოში მომხდარი ორმაგი მკვლელობის ახალი დეტალები.

ირკვევა, რომ მკვლელობაში ბრალდებულმა მამაკაცს ვალი ჰქონდა აღებული, რის გადახდაც ვერ შეძლო. ამის გამო, მან ცინცაძის ქუჩაზე არსებული ბინა დაკარგა.

უძრავი ქონების მესაკუთრე ნანა ფირანიშვილი და მისი მეუღლე სოსო სუჯაშვილი გახდნენ. მათ ყოფილ მფლობელს ბინის დაცლა მოსთხოვეს, თუმცა დავა წლების განმავლობაში გაგრძელდა.

ოფიციალურად, სადავო უძრავი ქონება ბოლო 8 წლის განმავლობაში ნანა ფირანიშვილის სახელზე ფიქსირდება. ამ ხნის განმავლობაში ცოლ-ქმარი ყოფილი მეპატრონის ბინიდან ჯერ ნებაყოფლობით, შემდეგ კი იძულებით გასახლებას ითხოვდა.

„რვა წელი სთხოვდნენ ბინა დაეცალა… ვერ მორიგდნენ და ცოლ-ქმარი ამიტომ მოკლა” – ამბობს ოჯახის ახლობელი.

მოთხოვნა ყოფილი მეპატრონის გაღიზიანებას იწვევდა, 11 ნოემბერს კი ის ცოლ-ქმარს სახლის სადარბაზოსთან დახვდა და ორივე ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა.

ბრალდებული სამართალდამცველებმა უკვე დააკავეს.

მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
დიდუბეში წყვილის მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს - „წინ უძღოდა ქონებრივ საკითხებთან დაკავშირებული...წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები