ჩვენთან მოვიდა „გლობალური ომის პარტიის“ წარმომადგენელი და საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა მოითხოვა - კობახიძე
ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ მასთან და ირაკლი ღარიბაშვილთან მივიდა მაღალი ოფიციალური სტატუსის მქონე პირი, რომელმაც საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა პირდაპირ და კატეგორიულად მოითხოვა.

ირაკლი კობახიძემ ირლანდიაში, „საერთაშორისო და ევროპულ საქმეთა ინსტიტუტში“ დისკუსიაზე „გლობალური ომის პარტიაზე“ ისაუბრა და მათი მხრიდან საქართველოს „ომში ჩათრევისა“ და „მეორე ფრონტის გახსნის“ მცდელობებს კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი.
მან ახსენა მისი და ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრა „ერთ ადამიანთან“, რომელიც კობახიძის მტკიცებით, „გლობალური ომის პარტიის“ წარმომადგენელი და მას ძალიან მაღალი ოფიციალური სტატუსი ჰქონდა.
„თქვენ ახსენეთ საქართველოს ომში ჩართვის საკითხი. როდესაც ვსაუბრობთ „გლობალური ომის პარტიის“ ინტერესზე, საქართველოზე ზეწოლა მოახდინოს და ქვეყანა ომში ჩაითრიოს, შემიძლია ერთი კონკრეტული შეხვედრის შესახებ მოგიყვეთ. ამ შეხვედრას პირადად მეც ვესწრებოდი ჩემს წინამორბედთან ერთად. ჩვენთან მოვიდა ერთ-ერთი პირი, რომელმაც პირდაპირ და კატეგორიულად მოითხოვა, რომ საქართველოს მეორე ფრონტი გაეხსნა. ჩვენ ვამბობთ, რომ ეს ადამიანი „გლობალური ომის პარტიის“ წარმომადგენელი იყო და ამაში დარწმუნებული ვართ. ამასთან, ამ პირს ძალიან მაღალი ოფიციალური სტატუსი ჰქონდა. ის ოფიციალურ ორგანოებთან და სტრუქტურებთან იყო დაკავშირებული. თუმცა ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ საქართველოს ომში ჩათრევას არც ევროკავშირი ცდილობდა და არც ამერიკის შეერთებული შტატები, მათ შორის მისი წინა ადმინისტრაცია. ეს იყო კონკრეტული ძალების მცდელობა, რომლებსაც, სამწუხაროდ, მნიშვნელოვანი გავლენა აქვთ გადაწყვეტილებების მიღების პროცესზე როგორც ევროკავშირში, ისე ამერიკის შეერთებულ შტატებში, - განაცხადა კობახიძემ.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
4 სტატიამათზე ღიად საუბარი საკმაოდ სახიფათოა, ამიტომ არ ვაკონკრეტებთ - კობახიძე „გლობალური ომის პარტიაზე“
კობახიძის თქმით, საქართველოსა და უკრაინაში სამი ომის აცილება შესაძლებელი იყო
პრემიერი: არ ვაკონკრეტებთ ვის ვგულისხმობთ "გლობალური ომის პარტიის" ქვეშ, თუმცა ამ ტერმინით კონკრეტულ ადამიანებს მოვიაზრებთ. ევროპასა და აშშ-ში მოქმედი ეს ძალები ერთი და იგივე არ არის, ეს ადამიანები საქართველოზე გავლენისთვის ოფიციალურ ბერკეტებსაც იყენებენ
ირაკლი კობახიძე: ხშირად არ ვაკონკრეტებთ, კონკრეტულად ვის ვგულისხმობთ „გლობალური ომის პარტიის“ ქვეშ, თუმცა ამ ტერმინით სრულიად კონკრეტულ ადამიანებს მოვიაზრებთ, ამასთან, როდესაც „გლობალური ომის პარტიაზე“ ვსაუბრობთ, ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ევროპასა და აშშ-ში მოქმედი ეს ძალები ერთი და იგივე არ არის, მიუხედავად ამისა, ეს ადამიანები საქართველოზე გავლენის მოსახდენად ოფიციალურ ბერკეტებსაც იყენებენ
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…