პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

კობახიძე 2008 წლის აგვისტოს ომზე: მისი თავიდან აცილება შესაძლებელი იყო

ირაკლი კობახიძის მტკიცებით, 2008 წლის ომი „საქართველოს ხელისუფლებაში ოფიციალური სტატუსის მქონე უცხოეთის აგენტებმა დაიწყეს“ და მისი, ისევე როგორც უკრაინის ომების, თავიდან აცილება შესაძლებელი იყო.

კობახიძე 2008 წლის აგვისტოს ომზე: მისი თავიდან აცილება შესაძლებელი იყო
TV პირველი

ირაკლი კობახიძემ დუბლინში, საერთაშორისო და ევროპულ საქმეთა ინსტიტუტში გამართულ დისკუსიაზე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომზე ისაუბრა და თქვა, რომ “მისი თავიდან აცილება შესაძლებელი იყო“.

„აბსოლუტურად შესაძლებელი იყო, მაგრამ ეს იყო განსხვავებული ძალების ინტერესი, ეს მომხდარიყო. იგივეს ვფიქრობ უკრაინის ომზე, რომელიც რუსეთმა დაიწყო“, - განაცხადა მან.

კობახიძის მტკიცებით, “არსებობდნენ გავლენიანი ადამიანები, რომლებსაც ამ ომების თავიდან აცილება არ სურდათ“.

„რა თქმა უნდა, უკრაინის წინააღმდეგ ომი რუსეთმა დაიწყო. თუმცა მიმაჩნია, რომ შესაძლებელი იყო როგორც უკრაინაში პირველი, ისე მეორე ომის თავიდან აცილება. ცხადია, ეს ომები რუსეთმა დაიწყო, განსხვავებით საქართველოში ომისგან, რომელიც, ჩემი შეფასებით, საქართველოს ხელისუფლებაში ოფიციალური სტატუსის მქონე უცხოეთის აგენტებმა დაიწყეს. ამავდროულად, დარწმუნებული ვარ, რომ სამივე ომის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო - როგორც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის. სამწუხაროდ, არსებობდნენ გავლენიანი ადამიანები, რომლებსაც ამ ომების თავიდან აცილება არ სურდათ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
სამთავრობო 3
  1. იმედინიუსისამთავრობოირაკლი კობახიძე: ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ ძალები, რომელთა ინტერესშიც მისი დაწყება შედიოდა, ანალოგიურად ვფიქრობ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებულ ომზეც, სამწუხაროდ, არსებობდნენ გავლენიანი ადამიანები, რომლებსაც ამ ომების თავიდან აცილება არ სურდათ
  2. რუსთავი 2სამთავრობოპრემიერი: ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ ძალები, რომელთა ინტერესშიც მისი დაწყება შედიოდა, ანალოგიურად ვფიქრობ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებულ ომზეც
  3. პირველი არხისამთავრობოირაკლი კობახიძე – გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ ძალები, რომელთა ინტერესშიც მისი დაწყება შედიოდა, ანალოგიურად ვფიქრობ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომზეც
მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
"რუსეთი საერთოდ არ არის საქართველოში“ - ირაკლი კობახიძე დუბლინში გამართულ შეხვედრაზეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები