პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

არჩილ გორდულაძე: ყველა პარტიას, რომლებიც ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებულია, ვედავებით 23-ე მუხლის მესამე პუნქტის დარღვევას თითოეულ კომპონენტში

საკონსტიტუციო სასამართლო

იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე აცხადებს, რომ ხუთ პოლიტიკურ პარტიას კონსტიტუციის 23-ე მუხლის მესამე პუნქტის დარღვევას ედავებიან და მათ ასაკრძალად საკმარისი საფუძველი აქვთ.

არჩილ გორდულაძე: ყველა პარტიას, რომლებიც ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებულია, ვედავებით 23-ე მუხლის მესამე პუნქტის დარღვევას თითოეულ კომპონენტში
რუსთავი 2

იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ ხუთი პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასა და მათ აკრძალვასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე განაცხადა, რომ აღნიშნულ პარტიებს 23-ე მუხლის მესამე პუნქტის დარღვევას ედავებიან.

მანვე აღნიშნა, რომ ყველამ კარგად იცის, რასაც ედავებიან და რატომ არის მათი პარტიები ასაკრძალი.

„ყველა პარტიას, რომლებიც ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებულია, რაც ცალსახად არის სარჩელში მითითებული, ვედავებით 23-ე მუხლის მესამე პუნქტის დარღვევას, თითოეულ კომპონენტში. დანარჩენი, რა მტკიცებულებით, რომელთან რა მიმართებით ეს არსებითად როდესაც გადავალთ ამ საკითხზე მაგაზე ვიმსჯელებთ და კონკრეტულის მიმართ კონკრეტულ მტკიცებულებას განვიხილავთ. ამიტომ, ძალიან გთხოვთ, მოეშვით ახლა ტელევიზიებისთვის მიმართვას და ეკრანებზე საუბარს, რომ თითქოს აქ, ვერავის გაურკვევია რას განვიხილავთ. ყველამ ძალიან კარგად იცის. ვინ ვინ და თქვენ იცით ძალიან კარგად რატომ ხართ არაკონსტიტუციურები და რატომ არის თქვენი საქმე და თქვენი პარტიები ასაკრძალი“,- განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. იმედინიუსისამთავრობოარჩილ გორდულაძე: ყველა პარტიას, რომლებიც ერთმანეთთან მჭიდროდ არიან დაკავშირებულნი, ვედავებით 23-ე მუხლის მესამე პუნქტის დარღვევას თითოეულ კომპონენტში
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
როცა კონკრეტული პარტიების დანაშაულებრივი ქმედებების მხილება ხდება, ეს მათში იწვევს აგრესიას, საკონსტიტუციო სასამართლოს შეურაცხყოფას აყენებენ და ამით ცდილობენ, როგორმე ფონს გავიდნენ - არჩილ გორდულაძეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები