პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

არჩილ გორდულაძე - როდესაც კონკრეტული პარტიების დანაშაულებრივი ქმედებების მხილება ხდება, ეს მათში იწვევს აგრესიას - საზოგადოებას გაუმყარდებოდა მოლოდინი, რომ ერთადერთი და უალტერნატივო დასასრული ჩვენი სარჩელის დაკმაყოფილებაა

საკონსტიტუციო სასამართლოქართული ოცნება

არჩილ გორდულაძის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოში მათი სარჩელი დასაბუთებულია და მისი ერთადერთი და უალტერნატივო დასასრული დაკმაყოფილებაა.

არჩილ გორდულაძე - როდესაც კონკრეტული პარტიების დანაშაულებრივი ქმედებების მხილება ხდება, ეს მათში იწვევს აგრესიას - საზოგადოებას გაუმყარდებოდა მოლოდინი, რომ ერთადერთი და უალტერნატივო დასასრული ჩვენი სარჩელის დაკმაყოფილებაა
ინტერპრესნიუსი

საზოგადოება, რომელიც აკვირდებოდა პროცესის მსვლელობას, დარწმუნდებოდა, რომ ჩვენი სარჩელი არის დასაბუთებული და კიდევ ერთხელ გაუმყარდებოდა მოლოდინი, რომ სარჩელის ერთადერთი და უალტერნატივო დასასრული მხოლოდ და მხოლოდ მისი დაკმაყოფილებაა, - ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომის დასრულების შემდეგ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.

არჩილ გორდულაძის თქმით, „ქართული ოცნების“ მხრიდან თითოეულ კითხვას ამომწურავი პასუხი გაეცა.

„დღეს სასამართლო პროცესზე მოსამართლეები ჩვენს მიმართ სვამდნენ კითხვებს. არაერთი კითხვა, არაერთი დაზუსტება იყო, კონკრეტულ საკითხებთან, მათ შორის დოქტრინულ საკითხებთან დაკავშირებით, რა პრინციპი უნდა იყოს გამოყენებული არაკონსტიტუციური პარტიების საქმიანობასთან შეფასებასთან დაკავშირებით. ჩვენი მხრიდან თითოეულ კითხვას ამომწურავი პასუხი გაეცა. საზოგადოება, რომელიც აკვირდებოდა ამ პროცესის მსვლელობას, დარწმუნდებოდა, რომ ჩვენი სარჩელი არის დასაბუთებული და კიდევ ერთხელ გაუმყარდება მათ მოლოდინი, რომ სარჩელის ერთადერთი და უალტერნატივო დასასრული მხოლოდ და მხოლოდ მისი დაკმაყოფილებაა. კიდევ ერთხელ წარმოჩინდა, რომ როდესაც კონკრეტული პარტიების დანაშაულებრივ ქმედებების მხილება ხდება, ეს ყველაფერი მათში იწვევს აგრესიას, უპატივცემულობის გამოხატვას სასამართლოს მიმართ და ამით ცდილობენ, როგორმე გავიდნენ ფონს“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. ინტერპრესნიუსინეიტრალურიარჩილ გორდულაძე - როდესაც კონკრეტული პარტიების დანაშაულებრივ ქმედებების მხილება ხდება, ეს მათში იწვევს აგრესიას - საზოგადოებას გაუმყარდებოდა მოლოდინი, რომ ერთადერთი და უალტერნატივო დასასრული ჩვენი სარჩელის დაკმაყოფილებაა
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
არჩილ გორდულაძე: „სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში დადასტურდება, რომ წარმოდგენილი ფაქტები არის კონსტიტუციის დარღვევა. ეს კი სხვა პარტიებისთვის იქნება პრევენცია, რომ აღნიშნული ქმედებებისგან თავი შეიკავონ და არ დაადგნენ კონსტიტუციის დარღვევის გზას“წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები