მსოფლიო · 12 ნოემბერი, 02:48
ნიუ-იორკში, სამსართულიანი შენობა ჩამოინგრა, რის შედეგადაც ნანგრევებში ადამიანები მოჰყვნენ

ნიუ-იორკში, ბრუკლინში სამსართულიანი შენობა ჩამოინგრა, რის შედეგადაც ნანგრევებში ადამიანები მოჰყვნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ქალაქის სახანძრო დეპარტამენტი ავრცელებს.
ინციდენტი ადგილობრივი დროით დაახლოებით 16:00 საათზე მოხდა იმ ტერიტორიაზე, სადაც სარემონტო-სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობდა.
ადგილზე მობილიზებულია ათობით მეხანძრე-მაშველი.
აეროვიდეოჩანაწერებით დასტურდება, რომ მაშველებმა ნანგრევებიდან, სულ მცირე, ერთი ადამიანის ამოყვანა შეძლეს, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება.
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…