ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიმსოფლიოსტატია

AP: სტამბოლში შვიდსართულიანი შენობის ნაწილი ჩამოინგრა. დაიღუპა 2 ადამიანი

სტამბოლის აზიურ ნაწილში, მალთეფეს რაიონში შვიდსართულიანი შენობის ნაწილი ჩამოინგრა, რასაც ორი ადამიანი ემსხვერპლა. სამაშველო სამუშაოები გრძელდება, რადგან ნანგრევებში სულ მცირე ორი ადამიანია მოყოლილი.

AP: სტამბოლში შვიდსართულიანი შენობის ნაწილი ჩამოინგრა. დაიღუპა 2 ადამიანი
AP: სტამბოლში შვიდსართულიანი შენობის ნაწილი ჩამოინგრა. დაიღუპა 2 ადამიანიიმედინიუსი

სტამბოლში შვიდსართულიანი შენობის ნაწილის ჩამონგრევას ორი ადამიანი ემსხვერპლა, სულ მცირე ორი კი ნანგრევებშია მოყოლილი. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.

შემთხვევა სტამბოლის აზიურ ნაწილში, მალთეფეს რაიონში გამთენიისას მოხდა. შენობის ქვედა სამი სართული, მათ შორის პირველ სართულზე მდებარე კომერციული ფართი, ჩამოინგრა.

ჩამონგრევის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.

სტამბოლის გუბერნატორის დავით გიულის ინფორმაციით, მაშველებმა ნანგრევებიდან რვა ადამიანი ცოცხალი გამოიყვანეს, ხოლო ორი ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს. ამ დროისთვის სამაშველო ოპერაცია გრძელდება, რადგან ვარაუდობენ, რომ ნანგრევებში კიდევ ორი ადამიანი იმყოფება.

მანამდე სტამბოლის გუბერნატორმა განაცხადა, რომ მაშველებმა ნანგრევებში მოყოლილ ექვსი წლის ბავშვთან დაკავშირება შეძლეს. უცნობია, შედის თუ არა ბავშვი იმ ადამიანების რიცხვში, რომლებიც მაშველებმა უკვე გამოიყვანეს.

გუბერნატორის განცხადებით, შენობის შემდგომი ჩამონგრევის საფრთხე არსებობს, რაც სამაშველო სამუშაოებს ართულებს. უსაფრთხოების მიზნით, მოსახლეობის ევაკუაცია ახლომდებარე შენობებიდანაც მოხდა.

Associated Press-ის ინფორმაციით, თურქეთში, მათ შორის სტამბოლში, ბოლო წლებში ურბანული ტრანსფორმაციის პროგრამა მიმდინარეობს, რომლის მიზანიც ძველი და მიწისძვრისადმი მოწყვლადი შენობების უფრო უსაფრთხო საცხოვრებლით ჩანაცვლებაა.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.