პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

,, კარგად ვიცი, რას ნიშნავს, როდესაც დილით სამსახურში გეჩქარება და საცობში გიწევს დგომა” – კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მერია ხედავს ქალაქში გადაადგილებისა და საცობების პრობლემას და ვითარების მოსაწესრიგებლად ინფრასტრუქტურული პროექტები აქვს დაგეგმილი.

,, კარგად ვიცი, რას ნიშნავს, როდესაც დილით სამსახურში გეჩქარება და საცობში გიწევს დგომა” – კალაძე
ალია

თბილისის მერი, კახა კალაძე აცხადებს:

„მინდა თითოეულ თბილისელს ვუთხრა, რომ ჩვენ ძალიან კარგად გვესმის თქვენი ყოველდღიური პრობლემები, ის დისკომფორტი, რომელიც გადაადგილებას ახლავს, მეც ამ ქალაქში ვცხოვრობ და მეც მეხება, თანამონაწილე ვარ. არ ვამბობთ, რომ ყველაფერი იდეალურად ხდება, კარგად ვხედავთ პრობლემებს, სწორედ ამიტომ ვაგრძელებთ მუშაობას, ვისით რას ვაკეთებთ, რა თანმიმდევრული ნაბიჯები გადაიდგას… ვმუშაობთ იმისთვის რომ მოვაწესრიგოთ ქალაქში არსებული სიტუაცია. დაგეგმილი გვაქვს ინფრასტრუქტურული მთელი რიგი პროექტები, რომელიც კვლევებზეა გაშვებული…

…ძალიან კარგად ვიცი, რას ნიშნავს, როდესაც დილით სამსახურში გეჩქარება, შვილს სკოლაში მიაცილებ, საღამოს კი დაღლილს სახლში დაბრუნება გინდა, და საცობში გიწევს დგომა – ეს მხოლოდ სატრანსპორტო პრობლემა არ არის, ეს არის ადამიანების დაკარგული დრო, ნერვიულობა და ის საათები, რომლებიც მათ საკუთარ ოჯახებთან, შვილებთან ან საყვარელ ადამიანებთან უნდა გაატარონ.

სწორედ ამიტომ, ჩვენი გუნდისთვის მნიშვნელოვანია საცობების შემცირება და გადაადგილების გაუმჯობესება მოვაწესრიგოთ”

მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
კახა კალაძე: არავის ვუკრძალავთ საკუთარი ავტომობილით გადაადგილებას, მაგრამ უნდა გვესმოდეს ერთი მარტივი რამ, ქალაქის ქუჩების სივრცე უსასრულო არ არის​წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები