პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსად - მამუკა ბარათაშვილი, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსად მამუკა ბარათაშვილი დაინიშნა, ხოლო საგამოძიებო სამსახურის უფროსი მერაბ გამყრელიძე გახდა. ახლად დანიშნული ხელმძღვანელები პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა მიიღეს.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსად - მამუკა ბარათაშვილი, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო
POSTV

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსად – მამუკა ბარათაშვილი, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსად კი მერაბ გამყრელიძე დაინიშნა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სამსახურების ახლად დანიშნულ ხელმძღვანელებს ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილთან ერთად შეხვდა.

მთავრობის მეთაურმა მათ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა.

მამუკა ბარათაშვილს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში მრავალწლიანი მუშაობის გამოცდილება აქვს. მათ შორის, 2020-2021 წლებში იგი იყო სსიპ შემოსავლების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე, 2011-2020 წლებში ხელმძღვანელობდა ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკის დეპარტამენტს, სხვადასხვა პერიოდში, ასევე, იყო შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტის უფროსი, იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

მერაბ გამყრელიძეს ამ დრომდე შემოსავლების სამსახურის იურიდიული დეპარტამენტის უფროსის თანამდებობა ეკავა. მას საგამოძიებო სამსახურში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. სხვადასხვა წლებში იყო საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარისა და გურიის სამმართველოს უფროსი, საგამოძიებო დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე, ასევე, ეკავა სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს უფროსის მოადგილის თანამდებობა, მუშაობდა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის პოზიციაზე.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

6 სტატია
სამთავრობო 3ოპოზიციური 3
  1. იმედინიუსისამთავრობოფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს მამუკა ბარათაშვილი, ხოლო საგამოძიებო სამსახურს მერაბ გამყრელიძე უხელმძღვანელებს
  2. BM.GEოპოზიციურიფინანსთა სამინისტროს შემოსავლებისა და საგამოძიებო სამსახურებს ახალი ხელმძღვანელები ჰყავს
  3. ნეტგაზეთიოპოზიციურიფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო და შემოსავლების სამსახურებს ახალი უფროსები ჰყავს
  4. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიშემოსავლების სამსახურსა და „ფინანსურ პოლიციას“ ახალი უფროსები ჰყავთ
  5. რუსთავი 2სამთავრობოფინანსთა მინისტრმა საგამოძიებო სამსახურის ახალი ხელმძღვანელი მერაბ გამყრელიძე უწყების თანამშრომლებს წარუდგინა
  6. პირველი არხისამთავრობოლაშა ხუციშვილმა საგამოძიებო სამსახურის ახალი ხელმძღვანელი მერაბ გამყრელიძე უწყების თანამშრომლებს წარუდგინა
მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
მერაბ გამყრელიძემ თბილისის და რეგიონული სამმართველოების ახალი ხელმძღვანელები წარადგინაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები