პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

"საქართველო კვლავაც ურყევად უჭერს მხარს მშვიდობას, სტაბილურობასა და კონსტრუქციულ დიალოგს" - მიხეილ ყაველაშვილმა COP31-ის სამიტის მონაწილეებს მიმართა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ანტალიაში COP31-ის სამიტის მონაწილეებს მიმართა და განაცხადა, რომ საქართველო ურყევად უჭერს მხარს მშვიდობას, ხოლო კლიმატის ცვლილება ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ემუქრება.

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ ანტალიაში გაეროს 2026 წლის კლიმატის ცვლილების კონფერენციის (COP31) მონაწილეებსა და მსოფლიო ლიდერებს სიტყვით მიმართა.

მიხეილ ყაველაშვილმა კლიმატის ცვლილებაზე, როგორც თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ის პირდაპირ კავშირშია საერთაშორისო უსაფრთხოებასთან, ეკონომიკურ სტაბილურობასთან, ენერგეტიკულ და სურსათის უვნებლობასთან.

"ის ემუქრება არა მხოლოდ ინფრასტრუქტურას, ეკოსისტემებს და ეკონომიკურ განვითარებას, არამედ ყველაზე მნიშვნელოვან ფასეულობას - ადამიანების სიცოცხლესა და მათ ჯანმრთელობას. საქართველო სრული პასუხისმგებლობით აცნობიერებს ამ გლობალურ გამოწვევებს. ჩვენი ქვეყანა გამოირჩევა უნიკალური ბუნებრივი ლანდშაფტითა და ბიომრავალფეროვნებით, თუმცა, ამავდროულად, მოწყვლადია კლიმატური რისკების მიმართ. კლიმატის ცვლილება უდიდეს გლობალურ საფრთხესთან ერთად, შესაძლებლობაცაა საერთაშორისო სოლიდარობის გასაძლიერებლად, ერთობლივი ძალისხმევითა და მჭიდრო კოორდინაციით უსაფრთხო მომავლის ასაშენებლად. გლობალური დათბობის 1.5 გრადუსით შეზღუდვის მიღწევის გზა თანამშრომლობასა და ურთიერთნდობას უნდა ეფუძნებოდეს", - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას ასევე ისაუბრა მიმდინარე გეოპოლიტიკურ პროცესებზე და ხაზი გაუსვა მშვიდობისა და სტაბილურობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას.

"საქართველო კვლავაც ურყევად უჭერს მხარს მშვიდობას, სტაბილურობასა და კონსტრუქციულ დიალოგს, როგორც რეგიონულ, ისე საერთაშორისო დონეზე. ჩვენი ხელისუფლება ადასტურებს მზაობას, მჭიდროდ ითანამშრომლოს საერთაშორისო პარტნიორებთან და თავისი წვლილი შეიტანოს ყველა იმ გლობალურ ინიციატივაში, რომელიც მიმართულია ეკოლოგიური მდგრადობისა და გარემოს გაუმჯობესებისკენ. მხოლოდ ერთობლივი, კოორდინირებული და პასუხისმგებლიანი ნაბიჯებით შევძლებთ უფრო ძლიერი საზოგადოებების, მდგრადი ეკონომიკებისა და უსაფრთხო მომავლის შენებას ჩვენი შვილებისთვის",- აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და თურქეთის მთავრობას კონფერენციის მასპინძლობისთვის, აგრეთვე, COP31-ის ორგანიზებაში ჩართულ მხარეებს გაწეული ძალისხმევისთვის.

პრეზიდენტთან ერთად კონფერენციას დაესწრნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
სამთავრობო 3
  1. რუსთავი 2სამთავრობოსაქართველოს პრეზიდენტმა COP31-ის მსოფლიო ლიდერთა სამიტის ფარგლებში გამართულ დახვედრისა და მისალმების ოფიციალურ ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა
  2. POSTVსამთავრობოსაქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა COP31-ის მსოფლიო ლიდერთა სამიტის ფარგლებში გამართულ დახვედრისა და მისალმების ოფიციალურ ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა
  3. იმედინიუსისამთავრობოსაქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ ანტალიაში გაეროს 2026 წლის კლიმატის ცვლილების კონფერენციის (COP31) მონაწილეებსა და მსოფლიო ლიდერებს სიტყვით მიმართა
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
დავით სონღულაშვილი, საქართველოს პრეზიდენტთან ერთად, თურქეთში, გაერო-ს კლიმატის ცვლილების 31-ე კონფერენციაში მონაწილეობსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები