საქართველოსა და ჩინეთს შორის არსებული ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობა პარტიულ და სექტორულ დონეზე კიდევ უფრო ღრმავდება. „ქრონიკა“ ჩინეთიდან
„ქართული ოცნების“ დელეგაციამ პეკინში ჩინეთის მმართველი პარტიის საგარეო სფეროს ხელმძღვანელობასთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. მხარეებმა ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა და შუა დერეფნის საკითხი განიხილეს.

საქართველოსა და ჩინეთს შორის არსებული ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობა პარტიულ და სექტორულ დონეზე კიდევ უფრო ღრმავდება. პეკინში მყოფმა „ქართული ოცნების“ დელეგაციამ ჩინეთის მმართველი პარტიის საგარეო სფეროს ხელმძღვანელობასთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა, რომელიც სხვადასხვა სფეროში ურთიერთობების განვითარების სამოქმედო გზამკვლევს წარმოადგენს.
მოლაპარაკებებისას მხარეებმა კიდევ ერთხელ მკაფიოდ დაადასტურეს ორი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ურყევი პოლიტიკური მხარდაჭერა და შუა დერეფნის განვითარებაში საქართველოს სტრატეგიული ფუნქცია განიხილეს. სავაჭრო-პოლიტიკური დღის წესრიგისა და კულტურული პროგრამის გარდა, პეკინში შეხვედრები გაიმართა ქალთა გაძლიერებისა და ახალგაზრდული პოლიტიკის კუთხითაც.
დეტალებით მეგი ნარსავიძე ჩინეთიდან.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…