მრგვალი ბაღის მიმდებარედ მომხდარი დაპირისპირების საქმეზე 7 პირი დააკავეს
თბილისში, მრგვალ ბაღთან მომხდარი დაპირისპირებისა და ერთი პირის დაჭრის საქმეზე პოლიციამ 7 პირი ჯგუფური ხულიგნობის ბრალდებით დააკავა.

თბილისში, მრგვალი ბაღის მიმდებარედ ახალგაზრდებს შორის მომხდარი დაპირისპირების საქმეზე პოლიციამ 7 პირი დააკავა. შემთხვევის შედეგად ერთი ახალგაზრდა დაიჭრა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულებს ჯგუფურად ჩადენილ ხულიგნობას ედავებიან.
გამოძიების ცნობით, შემთხვევა 10 ნოემბერს მოხდა. ახალგაზრდებს შორის დაწყებული კონფლიქტი სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც ერთ-ერთმა პირმა დაპირისპირების მონაწილეს ბლაგვი საგნის გამოყენებით სხეულის სხვადასხვა არეში სამი ჭრილობა მიაყენა.
დაშავებულს შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა. უწყების ცნობით, მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
სამართალდამცველებმა მთელი ღამის განმავლობაში ჩაატარეს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები და საგამოძიებო მოქმედებები, რის შედეგადაც შვიდი პირი ცხელ კვალზე დააკავეს.
ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 2-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
4 სტატიამრგვალ ბაღში სისხლიანი გარჩევის საქმეზე 7 პირი დააკავეს
მრგვალი ბაღის მიმდებარედ ახალგაზრდებს შორის დაპირისპირების საქმეზე, რა დროსაც ერთი ადამიანი დაიჭრა, 7 პირი დააკავეს
მრგვალი ბაღის მიმდებარედ ახალგაზრდებს შორის დაპირისპირების საქმეზე, რა დროსაც ერთი ადამიანი დაიჭრა, შვიდი პირი დააკავეს
სამართალდამცველებმა ხულიგნობის ბრალდებით 7 პირი დააკავეს
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…