პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

სამართალდამცველებმა ხულიგნობის ბრალდებით 7 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შსს-ს ცნობით, მრგვალ ბაღთან მომხდარი დაპირისპირების გამო, სადაც ერთ პირს ბლაგვი საგნით სამი ჭრილობა მიაყენეს, ჯგუფური ხულიგნობის ბრალდებით 7 პირი დააკავეს.

სამართალდამცველებმა ხულიგნობის ბრალდებით 7 პირი დააკავეს
რუსთავი 2

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ჯგუფურად ჩადენილი ხულიგნობის ბრალდებით 7 პირი დააკავეს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 10 ნოემბერს, თბილისში, მრგვალი ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე, ახალგაზრდებს შორის წარმოქმნილი კონფლიქტის დროს ბრალდებულები უხეშად არღვევდნენ საზოგადოებრივ წესრიგს, რაც გამოიხატებოდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფაში.

მათივე ცნობით, კონფლიქტის დროს ერთ-ერთმა პირმა დაპირისპირებაში მონაწილე ახალგაზრდას ბლაგვი საგნის გამოყენებით სხეულის სხვადასხვა არეში სამი ჭრილობა მიაყენა.

"დაშავებულს შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა. მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

სამართალდამცველები მომხდარ ფაქტთან დაკავშირებული მტკიცებულებების მოპოვებისა და დანაშაულში მონაწილე პირების იდენტიფიცირების მიზნით მთელი ღამის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში ატარებდნენ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებსა და საგამოძიებო მოქმედებებს.

ჩატარებული ღონისძიებების შედეგად პოლიციამ ცხელ კვალზე 7 პირი ჯგუფურად ჩადენილი ხულიგნობის ბრალდებით დააკავა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 2-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მომხდარ ფაქტზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება", - აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

4 სტატია
ოპოზიციური 2ნეიტრალური 2
  1. TV პირველიოპოზიციურიმრგვალ ბაღში სისხლიანი გარჩევის საქმეზე 7 პირი დააკავეს
  2. ინტერპრესნიუსინეიტრალურიმრგვალი ბაღის მიმდებარედ ახალგაზრდებს შორის დაპირისპირების საქმეზე, რა დროსაც ერთი ადამიანი დაიჭრა, 7 პირი დააკავეს
  3. ფორმულაოპოზიციურიმრგვალი ბაღის მიმდებარედ მომხდარი დაპირისპირების საქმეზე 7 პირი დააკავეს
  4. ინტერპრესნიუსინეიტრალურიმრგვალი ბაღის მიმდებარედ ახალგაზრდებს შორის დაპირისპირების საქმეზე, რა დროსაც ერთი ადამიანი დაიჭრა, შვიდი პირი დააკავეს
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
სისხლიანი გარჩევა ვაკეში - ადვოკატი დაპირისპირებაში მამა-შვილი კაჭკაჭაშვილების მონაწილეობას უარყოფსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები