ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

რუმინეთის პატრიარქი დანიელი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-ს საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს ულოცავს

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა დანიელმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-ს საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავთან დაკავშირებით მისალოცი წერილი გაუგზავნა.

რუმინეთის პატრიარქი დანიელი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-ს საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს ულოცავს
რუმინეთის პატრიარქი დანიელი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-ს საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს ულოცავსრუსთავი 2

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა, უნეტარესმა დანიელმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს შიო III-ს საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავთან დაკავშირებით მისალოცი წერილი გამოუგზავნა. ინფორმაციასა და მიმართვის სრულ ტექსტს რუმინეთის საპატრიარქოს ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო "Basilica" ავრცელებს.

"თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ,

ჩვენი უფლის, იესო ქრისტესმიერი დიდი სიხარულით მოგმართავთ თქვენ, წმინდა სინოდის წევრებსა და საქართველოს მთელ მართლმადიდებელ ეკლესიას და გილოცავთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილეს.

ეს თარიღი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მოვლენაა მთელი მართლმადიდებელი ეკლესიისთვის. იგი გვახსენებს საქართველოში ქრისტიანობის დასაბამს და იმ მისიონერულ ღვაწლს, რომლის მეშვეობითაც ქართველმა ერმა ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს სახარება იწამა და მიიღო. ამ ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი უკავია წმინდა ნინოს- მოციქულთა სწორსა და საქართველოს განმანათლებელს, რომლის რწმენამ და თავდადებამ უდიდესი წვლილი შეიტანა მთელ ქვეყანაში ქრისტიანობის გავრცელებაში.

ამ 1700 წლის განმავლობაში საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ მრავალი განსაცდელი გამოიარა. მან გადაიტანა დევნის, ომებისა და ტანჯვის პერიოდები, თუმცა შეინარჩუნა თავისი სარწმუნოება და ტრადიცია. უამრავმა წმინდანმა, მღვდელმთავარმა, ბერ-მონაზონმა და მორწმუნემ დიდი სიმამაცით დაიცვა ქრისტიანული სარწმუნოება. თავიანთი მართლმადიდებლური ცხოვრების წესითა და თავგანწირვით მათ მომავალ თაობებს უდიდესი ღირებულების სულიერი მემკვიდრეობა დაუტოვეს. ამ ხანგრძლივი ისტორიის გადახედვისას, მოწოდებულნი ვართ, მადლობა შევწიროთ უფალს რწმენის ნიჭისა და ყველა იმ წყალობისთვის, რომელიც მან საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას მიჰმადლა.

ამავდროულად, საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილე არა მხოლოდ წარსულის გახსენებაა, არამედ ჩვენი რწმენის განმტკიცებისა და მომავლისკენ იმედითა და პასუხისმგებლობით გახედვის შესაძლებლობაც. ჩვენი წინაპრებისგან მიღებული სარწმუნოება უნდა შენარჩუნდეს და გადაეცეს მომავალ თაობებს, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებსა და ბავშვებს. დღევანდელ მსოფლიოში ქრისტეს სახარების უწყება იმაზე მეტად საჭიროა, ვიდრე ოდესმე. თანამედროვე სამყაროს მრავალი გამოწვევის წინაშე, ეკლესია მოწოდებულია, იქადაგოს ღვთის სიყვარული, დაიცვას ადამიანის ღირსება და ხელი შეუწყოს მშვიდობას, სოლიდარობასა და ურთიერთპატივისცემას ხალხებსა და ერებს შორის.

ამ კურთხეულ საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, ვლოცულობთ, რათა უფალმა აკურთხოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, მისი ყველა მღვდელმთავარი, სამღვდელოება და მრევლი. ასევე ვლოცულობთ ქართველი ხალხის მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის, და რუმინეთის მართლმადიდებელ ეკლესიასა და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას შორის ძმური ერთობის კავშირების განმტკიცებისთვის.

ქრისტესმიერი ღრმა პატივისცემითა და ძმური სიყვარულით, დანიელი, რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი", - წერს რუმინეთის პატრიარქი.

ლუკა ჩლაიძე

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ, ჩვენი უფლის, იესო ქრისტესმიერი დიდი სიხარულით მოგმართავთ თქვენ, წმინდა სინოდის წევრებსა და საქართველოს მთელ მართლმადიდებელ ეკლესიას და გილოცავთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილეს. ეს თარიღი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მოვლენაა მთელი მართლმადიდებელი ეკლესიისთვის. იგი გვახსენებს საქართველოში ქრისტიანობის დასაბამს და იმ მისიონერულ ღვაწლს, რომლის მეშვეობითაც ქართველმა ერმა ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს სახარება იწამა და მიიღო. ამ ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი უკავია წმინდა ნინოს- მოციქულთა სწორსა და საქართველოს განმანათლებელს, რომლის რწმენამ და თავდადებამ უდიდესი წვლილი შეიტანა მთელ ქვეყანაში ქრისტიანობის გავრცელებაში. ამ 1700 წლის განმავლობაში საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ მრავალი განსაცდელი გამოიარა. მან გადაიტანა დევნის, ომებისა და ტანჯვის პერიოდები, თუმცა შეინარჩუნა თავისი სარწმუნოება და ტრადიცია. უამრავმა წმინდანმა, მღვდელმთავარმა, ბერ-მონაზონმა და მორწმუნემ დიდი სიმამაცით დაიცვა ქრისტიანული სარწმუნოება. თავიანთი მართლმადიდებლური ცხოვრების წესითა და თავგანწირვით მათ მომავალ თაობებს უდიდესი ღირებულების სულიერი მემკვიდრეობა დაუტოვეს. ამ ხანგრძლივი ისტორიის გადახედვისას, მოწოდებულნი ვართ, მადლობა შევწიროთ უფალს რწმენის ნიჭისა და ყველა იმ წყალობისთვის, რომელიც მან საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას მიჰმადლა. ამავდროულად, საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილე არა მხოლოდ წარსულის გახსენებაა, არამედ ჩვენი რწმენის განმტკიცებისა და მომავლისკენ იმედითა და პასუხისმგებლობით გახედვის შესაძლებლობაც. ჩვენი წინაპრებისგან მიღებული სარწმუნოება უნდა შენარჩუნდეს და გადაეცეს მომავალ თაობებს, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებსა და ბავშვებს. დღევანდელ მსოფლიოში ქრისტეს სახარების უწყება იმაზე მეტად საჭიროა, ვიდრე ოდესმე. თანამედროვე სამყაროს მრავალი გამოწვევის წინაშე, ეკლესია მოწოდებულია, იქადაგოს ღვთის სიყვარული, დაიცვას ადამიანის ღირსება და ხელი შეუწყოს მშვიდობას, სოლიდარობასა და ურთიერთპატივისცემას ხალხებსა და ერებს შორის. ამ კურთხეულ საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, ვლოცულობთ, რათა უფალმა აკურთხოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, მისი ყველა მღვდელმთავარი, სამღვდელოება და მრევლი. ასევე ვლოცულობთ ქართველი ხალხის მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის, და რუმინეთის მართლმადიდებელ ეკლესიასა და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას შორის ძმური ერთობის კავშირების განმტკიცებისთვის. ქრისტესმიერი ღრმა პატივისცემითა და ძმური სიყვარულით, დანიელი, რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი“
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?