ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

აჭარაში უხვი ნალექის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება

აჭარაში უხვი ნალექის შედეგად გამოწვეული პრობლემების სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე სტიქიის შედეგად დაზიანებულ ტერიტორიებს გაეცნო. ბათუმში, ქობულეთსა და ხელვაჩაურში მიმდინარეობს წყლის ამოტუმბვა, გზების გაწმენდა და მეწყრული პროცესების სალიკვიდაციო სამუშაოები.

აჭარაში უხვი ნალექის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება
აჭარაში უხვი ნალექის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდებარუსთავი 2

ზურაბ პატარაძე სტიქიის შედეგად დაზიანებულ ტერიტორიებზე მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო.

აჭარაში უხვი ნალექის შედეგად შექმნილი პრობლემების აღმოსაფხვრელად შესაბამისი სამსახურები სალიკვიდაციო სამუშაოებს უწყვეტ რეჟიმში ახორციელებენ.

შექმნილ ვითარებასა და მიმდინარე სამუშაოებს გვიან ღამემდე ადგილზე ეცნობოდა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე. იგი ბათუმში, დატბორილი ქუჩების მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე დაბა ჩაქვში ერთ-ერთი ოჯახში იმყოფებოდა, სადაც უხვი ნალექის შედეგად განსაკუთრებით რთული მდგომარეობა შეიქმნა.

ბათუმში ამოტუმბვითი სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. დარჩენილ ლოკაციებზე გრძელდება მოსახლეობასთან კომუნიკაცია, საჭიროებების იდენტიფიცირება და შესაბამისი რეაგირება. წყალმომარაგების მიმართულებით შეფერხება არ დაფიქსირებულა.

ქობულეთის მუნიციპალიტეტში დილიდან საგზაო დეპარტამენტისა და მუნიციპალიტეტის შესაბამისი ტექნიკა გზების გაწმენდის სამუშაოებს ახორციელებს. დატბორილ ქუჩებზე წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები დასრულებულია. მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურები ადგილზე სწავლობენ მდგომარეობას და საჭირო ღონისძიებებს ახორციელებენ.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში უხვი ნალექის შედეგად განვითარებული მცირე მეწყრული პროცესების სალიკვიდაციო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. დილიდან იწმინდება მეწყრული მასისგან დამეწყრილი მონაკვეთები და წესრიგდება გზები.

ქობულეთისა და ხელვაჩაურის საავტომობილო გზებზე დამეწყრილი მონაკვეთების გაწმენდის სამუშაოებს აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის სპეციალური ტექნიკა და თანამშრომლები უკვე ორი დღეა უწყვეტად ახორციელებენ. სულ დაფიქსირებული 20 მიმართულებიდან, ამ ეტაპზე სამუშაოები მხოლოდ დარჩენილ სამ მონაკვეთზე მიმდინარეობს.

უხვი ნალექის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების საკითხს მუნიციპალიტეტების მერიებში მოქმედი სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო კომისიები განიხილავენ. ზიანის შეფასებისა და შესაბამისი პროცედურების დასრულების შემდეგ, ანაზღაურება დადგენილი წესის შესაბამისად განხორციელდება.

რეგიონში შესაბამისი სამსახურები სრულად მობილიზებულია და სამუშაოები კოორდინირებულად გრძელდება.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
უხვმა ნალექმა აჭარასა და გურიაში პრობლემები შექმნა - დატბორილია ქუჩები და სახლებიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები