უხვი ნალექის შედეგად აჭარის მუნიციპალიტეტებში შექმნილ ვითარებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძესთან ერთად ადგილზე გაეცნო
უხვი ნალექის შედეგად აჭარის მუნიციპალიტეტებში შექმნილ ვითარებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე და აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე ადგილზე გაეცნენ. მიმდინარეობს წყლის ამოტუმბვის, გზების გაწმენდისა და სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები.

უხვი ნალექის შედეგად აჭარის მუნიციპალიტეტებში შექმნილ ვითარებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძესთან ერთად ადგილზე გაეცნო. ზურაბ პატარაძემ სტიქიის შედეგად დაზარალებული ერთ-ერთი ოჯახი მოინახულა, სადაც განსაკუთრებით რთული ვითარება იყო შექმნილი.
აჭარის მთავრობის ინფორმაციით, მთელი დღის განმავლობაში, ბათუმის, ქობულეთისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში, სხვადასხვა ლოკაციაზე, ინტენსიურად მიმდინარეობდა წყლის ამოტუმბვის, გზების გაწმენდისა და სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები.
პროცესში კოორდინირებულად იყვნენ ჩართული მუნიციპალიტეტების შესაბამისი სამსახურები, აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.
სახელმწიფო უწყებები და ადგილობრივი თვითმმართველობები სრულად არიან მობილიზებული და მიმდინარეობს შესაბამისი სამუშაოები.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.