ბათუმში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს - ბათუმის მერია მოსახლეობას ზარალს აუნაზღაურებს
ბათუმში ინტენსიური წვიმის შედეგად დატბორილი ქუჩებისა და სახლების გამო სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. ბათუმის მერია მოსახლეობას ზარალს აუნაზღაურებს, რასაც სტიქიის სალიკვიდაციო კომისია განიხილავს. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მოსული წვიმის ოდენობა თვის ნორმაზე თითქმის ორჯერ მეტი იყო.

ბათუმში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. სპეციალური სამსახურები ერთდროულად რამდენიმე ლოკაციაზე იმყოფებიან.
მოსახლეობას ზარალს ბათუმის მერია აუნაზღაურებს. საკითხს სტიქიის სალიკვიდაციო კომისია განიხილავს.
გუშინ, ინტენსიური წვიმის შედეგად, 10-მდე ქუჩა, ასევე საცხოვრებელი სახლები დაიტბორა. შეფერხებული იყო ტრანსპორრის მოძრაობა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, გუშინ ზღვისპირა ქალაქში მოსული წვიმის ოდენობა მთელი თვის ნორმაზე თითქმის ორჯერ მეტია.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…