აჭარის მუნიციპალიტეტებში უხვი ნალექის შედეგად შექმნილ ვითარებას ზურაბ პატარაძე გაეცნო
აჭარის მუნიციპალიტეტებში უხვი ნალექის შედეგად შექმნილ ვითარებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გაეცნო. ზურაბ პატარაძემ სტიქიით დაზარალებული ოჯახი მოინახულა. ბათუმში, ქობულეთსა და ხელვაჩაურში წყლის ამოტუმბვისა და გზების გაწმენდის სამუშაოები მიმდინარეობდა.

უხვი ნალექის შედეგად აჭარის მუნიციპალიტეტებში შექმნილ ვითარებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან ერთად გაეცნო. ზურაბ პატარაძემ სტიქიით დაზარალებული ერთ-ერთი ოჯახი მოინახულა, სადაც განსაკუთრებით რთული ვითარება იყო.
მთელი დღის განმავლობაში, ბათუმის, ქობულეთისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში, სხვადასხვა ლოკაციაზე, ინტენსიურად მიმდინარეობდა წყლის ამოტუმბვის, გზების გაწმენდისა და სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები.
პროცესში ჩართულები იყვნენ აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური. შესაბამისი სამუშაოები ისევ გრძელდება.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- იმედინიუსიუხვი ნალექის შედეგად აჭარის მუნიციპალიტეტებში შექმნილ ვითარებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძესთან ერთად ადგილზე გაეცნო
- რუსთავი 2აჭარაში უხვი ნალექის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება
- იმედინიუსიაჭარაში უხვი ნალექის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…