არჩილ გორდულაძე: „მიხეილ სააკაშვილმა აგვისტოს ომის შედეგად განადგურებულ სოფლებს „ქვების გროვა“ უწოდა“
არჩილ გორდულაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად განადგურებულ სოფლებს „ქვების გროვა“ უწოდა.

საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან 2008 წლის აგვისტოს ომამდე გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა, რაც მათ კონსტიტუციურ სარჩელშიც მითითებულია.
„მნიშვნელოვანია, რა განცხადება გააკეთა და როგორ პოზიციონირებდა მაშინდელი პარტიის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილი. მიხეილ სააკაშვილმა აგვისტოს ომის შედეგად განადგურებულ სოფლებს უწოდა “ქვების გროვა” – აი, ის “ქვების გროვა”, სადაც არ ხორციელდებოდა ოკუპანტის ეფექტიანი კონტროლი და დანაშაულებრივი ქმედებები და დროებით ოკუპაციის საზღვარი კიდევ უფრო გაფართოვდა. აი, ამ ყველაფერს “ნაციონალური მოძრაობის” მაშინდელმა თავმჯდომარემ, მიხეილ სააკაშვილმა უწოდა “ქვების გროვა”, – რა დავკარგეთ – ქვების გროვაო?“ – განაცხადა გორდულაძემ.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
2 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…