მარნეულში ორი ბიზნესმენის საცხოვრებელი სახლის ეზოში „მოლოტოვის კოქტეილები“ ისროლეს
მარნეულის სოფელ ყიზილაჯილოში ორი ბიზნესმენის სახლის ეზოში ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილები“ ისროლეს, რაზეც შსს-მ გამოძიება ნივთის დაზიანების მუხლით დაიწყო.

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯილოში ორი ბიზნესმენის საცხოვრებელი სახლის ეზოში აალებადი ნივთიერებები ისროლეს. ინფორმაციას ამის შესახებ Aktual.ge ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, შემთხვევები 5 და 6 ნოემბერს მოხდა. უცნობმა პირებმა საცხოვრებელი სახლების ეზოებში ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ისროლეს. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.
თავდასხმების მოტივი ამ დრომდე უცნობია. მომხდართან დაკავშირებით დაკავებული არავინ არის.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრომ Aktual.ge-ს დაუდასტურა, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…