პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

დავით არახამია - აბუ-დაბიში მოლაპარაკებების ეს რაუნდი ერთ-ერთი ყველაზე რთული იყო

დავით არახამიას განცხადებით, აბუ-დაბიში მოლაპარაკებების რაუნდი ერთ-ერთი ყველაზე რთული იყო, რადგან რუსული მხარე ძალიან რთული დირექტივებით მივიდა.

დავით არახამია - აბუ-დაბიში მოლაპარაკებების ეს რაუნდი ერთ-ერთი ყველაზე რთული იყო
ინტერპრესნიუსი

მოლაპარაკებების ეს რაუნდი ერთ-ერთი ყველაზე რთული იყო, - ამის შესახებ უკრაინის მმართველი პარტიის „ხალხის მსახურის“ საპარლამენტო ფრაქციის ხელმძღვანელმა დავით არახამიამ აბუ-დაბიში, სამმხრივი მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ განაცხადა.

„გამომდინარე იქიდან, რომ ამ პროცესში 2022 წლიდან ვარ ჩართული, შემიძლია ვთქვა, რომ მოლაპარაკებების ეს რაუნდი ერთ-ერთი ყველაზე რთული იყო. ვფიქრობ, რუსები ძალიან რთული დირექტივებით მოვიდნენ, ამიტომ მოლაპარაკებების შერბილება ურთულესი აღმოჩნდა“, - განაცხადა არახამიამ.

მისი თქმით, მხარეები მომავალი შეხვედრის შესაძლო თარიღს მას შემდეგ განიხილავენ, რაც აშშ-ის პრეზიდენტი წარმომადგენლები ჯარედ კუშნერი და სტივ უიტკოფი რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტებს, ვლადიმერ პუტინსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდებიან.

„ვფიქრობ, კარგი დინამიკა გვაქვს, რათა ახალ წლამდე გამოსავალი ვიპოვოთ“, - აღნიშნა არახამიამ.

მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
რუსეთის, უკრაინის და აშშ-ის მონაწილეობით სამმხრივი მოლაპარაკებები დაიწყო - აბუ-დაბიში მოლაპარაკებები ორ დღეს გაგრძელდებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები