უკრაინა-აშშ-რუსეთის სამმხრივი მოლაპარაკებები - მედიის ინფორმაციით, მხარეები ტყვეთა ფართომასშტაბიან გაცვლაზე შეთანხმდნენ
აბუ-დაბიში უკრაინის, აშშ-სა და რუსეთის სამმხრივ მოლაპარაკებებზე მხარეები უახლოეს მომავალში ტყვეთა ფართომასშტაბიან გაცვლაზე შეთანხმდნენ, იტყობინება „უკრაინსკა პრავდა“ დელეგაციის წყაროზე დაყრდნობით.

უკრაინის, აშშ-სა და რუსეთის სამმხრივი მოლაპარაკებების პირველ რაუნდზე, რომელიც აბუ-დაბიში გაიმართა, მხარეები უახლოეს მომავალში ფართომასშტაბიანი ტყვეთა გაცვლის შესახებ შეთანხმდნენ.
როგორც "უკრაინსკა პრავდას" უკრაინული დელეგაციის წყარომ განუცხადა, სამმხრივი მოლაპარაკებების პირველმა დღემ მნიშვნელოვანი შედეგი გამოიღო.
"სამმხრივი მოლაპარაკებების პირველი დღის შემდეგ, ჩვენი დელეგაციის მუშაობამ მნიშვნელოვანი შედეგი გამოიღო: ჩვენ შევძელით, მიგვეღწია შეთანხმებისთვის უახლოეს მომავალში ტყვეთა ფართომასშტაბიანი გაცვლის შესახებ", - აცხადებს წყარო.
ცნობისთვის, უკრაინის, აშშ-სა და რუსეთის სამმხრივი მოლაპარაკებების პირველი რაუნდი არაბეთის გაერთიანებული საამიროების დედაქალაქში დასრულდა. წყაროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა უსაფრთხოების გარანტიები, რუსეთის მოთხოვნები და ომისშემგომი საკითხები განიხილეს.
შეგახსენებთ, რომ უკრაინულ დელეგაციას საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი რუსტემ უმეროვი ხელმძღვანელობს. კიევს ასევე წარმოადგენენ პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი კირილ ბუდანოვი, პარტია „ხალხის მსახურის“ საპარლამენტო ფრაქციის ხელმძღვანელი დავით არახამია, პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე სერგეი კისლიცია და თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსის მოადგილე ვადიმ სკიბიცკი.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიაციტატები სტატიიდან
„სამმხრივი მოლაპარაკებების პირველი დღის შემდეგ, ჩვენი დელეგაციის მუშაობამ მნიშვნელოვანი შედეგი გამოიღო: ჩვენ შევძელით, მიგვეღწია შეთანხმებისთვის უახლოეს მომავალში ტყვეთა ფართომასშტაბიანი გაცვლის შესახებ“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…