ქობულეთის შემოვლითი გზა დაზიანდა – „მოძრაობის ჩაკეტვა ამ ეტაპისთვის დაგეგმილი არ არის“
ქობულეთის შემოვლით გზაზე, ჩაქვთან, მეწყრული პროცესის გამო სავალი ნაწილი ჩავარდა და ბათუმი-თბილისის მიმართულებით ზოლი შევიწროვდა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, მოძრაობის ჩაკეტვა ამ ეტაპზე დაგეგმილი არ არის და დაწყებულია წინასამობილიზაციო სამუშაოები.

ქობულეთის შემოვლითი გზაზე, ჩაქვთან, სავალი ნაწილი ჩავარდა, რის გამოც შეფერხებულია ავტომანქანების თავისუფლად გადაადგილება.
„ბათუმელებს“ გზების დეპარტამენტში უთხრეს, რომ ამ ეტაპზე ქობულეთის შემოვლით გზაზე მოძრაობის ჩაკეტვა დაგეგმილი არ არის.
„ქობულეთის შემოვლით გზაზე – სენაკი-ფოთი-სარფის 86-ე კმ-ზე გუშინ განვითარებული მეწყრული პროცესის შედეგად დაზიანდა არსებული მიწის ვაკისი, რის გამოც შევიწროვდა ბათუმი-თბილისის მიმართულებით სამოძრაო ზოლი, განთავსთა დროებითი საგზაო ნიშნები. მოძრაობის ჩაკეტვა ამ ეტაპისთვის დაგეგმილი არ არის.
დაწყებულია წინასამობილიზაციო სამუშაოები გეოლოგიური კვლევების ჩასატარებლად“ – მოგვწერეს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან დღეს, 9 ნოემბერს.
ციტატები სტატიიდან
„ქობულეთის შემოვლით გზაზე – სენაკი-ფოთი-სარფის 86-ე კმ-ზე გუშინ განვითარებული მეწყრული პროცესის შედეგად დაზიანდა არსებული მიწის ვაკისი, რის გამოც შევიწროვდა ბათუმი-თბილისის მიმართულებით სამოძრაო ზოლი, განთავსთა დროებითი საგზაო ნიშნები. მოძრაობის ჩაკეტვა ამ ეტაპისთვის დაგეგმილი არ არის. დაწყებულია წინასამობილიზაციო სამუშაოები გეოლოგიური კვლევების ჩასატარებლად“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…